ბიძინა ივანიშვილი ელგუჯა ხოკრიშვილის წასვლით გულდაწყვეტილია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 აპრილი 2015 14:24

ბიძინა ივანიშვილი ელგუჯა ხოკრიშვილის წასვლით გულდაწყვეტილია, როგორც მან ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ორგანიზაცია "მოქალაქის" და "2030-ის" მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა, მიოსთვის სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი წავიდა-"ელგუჯა ხორკიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო"."მახსოვს მას ბრალდებები რომ წაუყენეს ბილეთებთან დაკავშირებით, როგორი პასუხი გასცა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი წავიდა. ამ კაცმა გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა თავი. ვერ მოახერხა ოჯახის გადმოყვანა და ოჯახს უერთდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი სტანდარტის მინისტრი გადის მთავრობიდან, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესისთვის, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ოჯახი დააყენა წინ. წავიდა და გაერთიანდა ოჯახთან, სადაა აქაც კითხვები? ეს ნორმალური პროცესია. ერთი კაცი ავად გახდა, მეორე კაცს ოჯახთან გაერთიანება მოუნდა და ახსნა. რატომაა ამდენი აჟიოტაჟი? რატომ შფოთავთ ასე?", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია. 

მისივე თქმით, ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, კითხვები არ იქნებოდა.

წაკითხულია 388 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური