ეკა ბესელია:“დღეს ზონდერი პოლიცია აღარ გვყავს და ადამიანის უფლებებიც დაცულია“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 აპრილი 2015 14:19

 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის,  ეკა ბესელიას თქმით, „დღეს ზონდერი პოლიცია აღარ გვყავს და ადამიანის უფლებებიც დაცულია“. „ჩვენ ადამიანის უფელებებს პატივს ვცემთ და ამის დამადასტურებელი პირველი ნაბიჯი სწორედ   ამინისტიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო. გარდა ამისა, ავამოქმედეთ დაფინანსების ფონდი, რომლითაც ამჟამად დაფინანსდა 86 მძიმე დაავადების მქონე ბავშვი. 2012 წლის ოქტომბრიდან, დევნილთა პაკეტის ფარგლებში, 46 500 დევნილ ოჯახს დავეხმარეთ.  დამეთანხმებით, ალბათ, რომ დიდი ფუფუნებაა უფასო ჯანდაცვა, რომელსაც განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი ყოველთვის ვერ უმკლავდებიან“, -  განაცხადა  „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ეკა ბესელიამ.  პარლამენტარმა დასძინა, რომ ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა, იყოს დაცული და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ჰქონდეს, და მისი კომიტეტის მუშაობა სწორედ ამ მიმართულებითაა წარმართული.

წაკითხულია 315 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური