"მის საქართველო 2015"-ის კასტინგი დასრულდა

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 19:34

მის საქართველო 2015-ის შესარჩევი ეტაპი დასრულდა.

ათეულობით მსურველს შორის ჟიურიმ ფინალურ ეტაპზე 20 რჩეული გოგონა გადაიყვანა.

გოგონები კონკურსისთვის მოსამზადებელ პროცესს ერთი თვის განმავლობაში გაივლიან .

კონკურსის ფინალი 1 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.

გამარჯვებული ახალი ავტომობილით დაჯილდოვდება და მის მსოფლიოს ფინალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

წაკითხულია 1474 ჯერ

Related items

  • „მის საქართველო-2015“-ის გამარჯვებული ნუკა ყარალაშვილი გახდა

    გუშინ გვიან ღამით ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დასრულდა სილამაზის კონკურსის ფინალური ეტაპი. სილამაზის კონკურის „მის საქართველო-2015“-ის გამარჯვებული 24 წლის ნუკა ყარალაშვილი გახდა. 179 სანტიმეტრის სიმაღლის გოგონა თბილისიდანაა.

    „მის საქართველოს" თქმით, იგი საერთოდ არ ოცნებობდა მოდელობაზე, თუმცა ამ საქმეს ხელი სერიოზულად 15-16 წლის ასაკიდან მიჰყო. "სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერი მომწონს, გამოვყოფდი ავთანდილს, თამუნა ინგოროყვას და გიორგი შაგაშვილს. ასევე ატელიე კიკალას, რომელიც წელს პირველად იკო კვირეულზე. უცხოელებიდან კი თანამშრომლობას ივ სევ ლორენთან და ქლოესთან ვისურვებდი. მოდელისთვის მნიშვნელოვანია იყოს ფორმაში და იყოს კომუნიკაბელური, დამწყებ მოდელებსაც იგივეს ვურჩევდი იყვნენ ბუნებრივები", – აღნიშნა ნუკა ყარალაშვილმა.

    „იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ნუკა ყარალაშვილი მოდის სფეროში16 წლიდანაა ჩართული და როგორც თავად ამბობს, მოდელისთვის მთავარი კომუნიკაბელურობა და ბუნებრივობაა. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი. როგორც ცნობილია, ნუკა მილანში სააგანტო THE ONE MODELS-სთან თანამშრომლობდა. მონაწილეობდა რომის მოდის კვირეულზე, ასევე დონა კარას  „ქლოეს“ და „ჯასთ კავალის“ შოურუმებზე.

    „მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მფლობელი ნუკა ყარალაშვილი საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე – „მის მსოფლიო“, „მის სამყარო“ და „მის ინტერკონტინენტალზე“ წარადგენს. კონკურსის ტოპ ხუთეული ასევე გაემგზავრება მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე.

    “მის საქართველო 2015″-ის ორგანიზატორია სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრი“, რომელიც ამ კონკურსს 1996 წლიდან ატარებს. გასულ წელს საქართველოს ლამაზმანი ანა ზუბაშვილი გახდა.

    შეგახსენებთ, რომ “I ვიცე მის საქართველო 2015” გახდა ვიქტორია კოჩეროვა, 20 წლის, თბილისიდან

    “II ვიცე მის საქართველო 2015” - ანი ხარაზიშვილი, 22 წლის, თბილისიდან

    “ვიცე მის საქართველო 2015” - მარიტა გოგოძე, 19 წლის, რუსთავიდან

    “ვიცე მის საქართველო 2015”  - ქეთი შეყელაშვილი, 21 წლის, ქარელიდან

    ნომინაციების მფლობელები გახდნენ:

    “მის    მეგობრობა”  -  მაკუნა ამაშუკელი

    “მის ტალანტი” - ელენა ტიტოვა

     “მის ფოტოგენურობა” - გრეტა შერგელაშვილი                                           

    “მის ტელეგენურობ” - მარიამ შერაზადიშვილი

    “ტოპ მოდელი” -  ნუკა ყარალაშვილი

     “მის ელეგანტურობა”   - მარიამ გუჩუა

     “მის გრაცი” -  თუთა საღარეიშვილი

     “მის ფიტნესი” - ანუკა სიხარულიძე

     “მის მომხიბვლელობა”  - ნანა დეისაძე

     “მის ექსტრავაგანტულობა” -  სალომე გიგაური

     “მის შარმი” - მარიანა მაქაძე

     “მის ინტელექტი” - ნინო ოკუჯავა

    სარეკლამო კომპანია მაქსპრომის რჩეული - ნინა არჯევანიძე

    კომპანია  Jungle Fever  Georgia-ს რჩეული -  ანი ხარაზიშვილი                     

    ენერგეტიკული სასმელი “შარკის” რჩეული - მარიამ გუჩუა

    “მის საქართველო 2015”-ს  გადაეცემა მთავარი პრიზი, საოცნებო ავტომობილი MINI COOPER COUPE, რომელიც დააწესა კომპანიამ  “ომეგა მოტორსი”.

     

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური