თბილისს ცნობილი ინგლისელი მსახიობი სტუმრობს

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 09:49

ცნობილი ინგლისელი მსახიობი რეიფ ფაინსი საქართველოშია. კინოსა და თეატრის მოქმედი ვარსკვლავის ვიზიტი მედიისთვის გასაიდუმლოებულია, თუმცა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ცნობით, ფაინსი თბილისში ყოფნის დროს მარჯანიშვილის თეატრსა და სუხიშვილებს ესტუმრა. ცნობილი მსახიობი  სავარაუდოდ მსახიობი რეზო გაბრიაძის პირადი სტუმარია.

ის სავარაუდოდ ესწრებოდა წარმოდგენას სახელწოდებით ჩემი გაზაფხულის შემოდგომა. მსახიობის ვიზიტი საქართველში გასაიდუმლოებულია და ამ საკითხზე არავინ არ საუბრობს.

სოციალური მედიიდან გაირკვა, რომ  მსახიობი სუხიშვილებს სტუმრობდა. 

ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორის ნინო სუხიშვილის თქმით, რეპეტიციამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსახიობზე.

მსახიობი მარჯანიშვილის თეატრსაც ეწვია და ის თავისივე ინციატივით დაესწრო სპექტაკლის რეპეტიციას.

გავცრცელდა ინფორმაცია, რომ რეინ ფაინსი თბილისში რამდენიმე დღე დარჩება.

წაკითხულია 799 ჯერ

Related items

  • ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედზე“ მისი გადაცემების დახურვის მიზეზებზე ალაპარაკდა

    ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედზე“ მისი გადაცემების დახურვის მიზეზებზე ალაპარაკდა. 
    როგორც გრიგოლია ამბობს, როდესაც იგი ამერიკაში იმყოფებოდა, პატარკაციშვილების ოჯახთან ლონდონში დელეგაცია ჩავიდა, მათ შორის ერთი ჟურნალისტი და პატარკაციშვილებს მისი გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება მიაღებინეს.
    „მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ მე ამერიკაში ვიყავი, დელეგაცია იყო ჩასული ლონდონში, პატარკაციშვილების ოჯახთან (სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი) და მათ მიაღებინებს გადაწყვეტილება ამ ადამიანებს, რომ ეს გადაცემები დაეხურათ. ვთვლი, რომ ძალიან ცუდად მოიქცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები არ ყოფილან. ოჯახთან დაახლოებული პირები არიან. მათ შორის ერთი ჟურნალისტი იყო. თუკი რაღაცის შეცვლას აპირებ, ამის შესახებ წინასწარ უნდა მითხრა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების გათვლით. ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ ბიზნესგარიგებაზე გაიცვალა ჩემი გადაცემა. ძალიან გაბრაზებული ვარ მაგ ოჯახზე. ძალიან ცუდად მოიქცნენ“,- განაცხადა გრიგოლიამ.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური