"თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 აპრილი 2015 14:09

ვიდეოდიალოგის "დიალოგი მოსახლეობასთან" ფარგლებში, კითხვებზე პასუხისას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მომავალ არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი პარტია მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს:

"ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" თუ ნებისმიერი სხვა პარტიის მხარდამჭერებს, თუ მათ დროს ხელისუფლებაში მყოფ საჯარ პირებს ჩემს მოქალაქეებად აღვიქვამ. წესიერი, მშრომელი, პატიოსანი ადამიანები "ნაციონალურ მოძრაობაშიც", "ქართულ ოცნებაში", ჩემს პარტიაშიც და ყველგან არიან. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დავყოთ და დავანაწილოთ. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, კონსოლიდაცია გავუკეთო ყველა ძალას, პროდუქტიულ ადამიანებს. თანამშრომლობა იქნება ყველასთან, არა პირადი სიმპათიიდან და ანტიპათიიდან, არამედ საქმიდან გამომდინარე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშინელი დანაშაული ვინმეს უნდა ვაპატიოთ, მაგრამ უნდა ვაპატიოთ გადაცდომები. პატიების განცდა თუ არ გვექნება, რადიკალურ დაპირისპირებამდე მივალთ. ამიტომაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ისეთი გამოხტდომები, როგორიცაა - საჯარო სასამართლოები მოვაწყოთ, ლინჩის წესით გავასამართლოთ და ა.შ. ეს არის არამხოლოდ უგუნური, არამედ უღირსი განცხადებები ადამიანებისა, რომელთაც საერთოდ არ წარმოუდგენიათ, როგორ ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციური ძალების ერთმანის გვერდში დგომა ლოგიკურია, მომავალშიც იქნება, მაგრამ "თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა და ეს არის შანსი, რომელსაც პარტია გამოიყენებს.

წაკითხულია 394 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური