ლარი კვლავ განაგრძობს გამყარებას - ერთი დოლარი 2.3854 ლარი ღირს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 17:27

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3854 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ გამყარდა. 26 სექტემბრიდან 1 დოლარის შეძენა 2.3854 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 26 სექტემბრიდან 1 ევროს შეძენა 2.6645 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6827 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა. 

წაკითხულია 637 ჯერ

Related items

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 აპრილისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6939 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6931 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0008-ით გაუფასურდა.

     ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0323 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0456 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარის კურსი 0.0133-ით გამყარდა.

    ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5053 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5137 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0084-ით გამყარდა.

    თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4623 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4684 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0061-ით გამყარდა.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4558 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4558 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4558 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0177 ლარი შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8794 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8962 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0168 ლარი შეადგინა.

    გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 14 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4831 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0023 -ით გამყარდა.

    ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9326 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9432 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0106 -ით გამყარდა.

    ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2975 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.2737 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0238 -ით გაუფასურდა.

    თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6787 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6790 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0003-ით გამყარდა.

  • "არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს, ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი" - დიმიტრი ქუმსიშვილი

    ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

    "არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს, ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე" - აღნიშნა მან.

    "ფულადი ჩარიცხვები ქვეყანაში არის შემოსული მეტი წინა წელთან შედარებით; ექსპორტიდან ამონაგები არის შემოსული მეტი, ტურიზმიდან ამონაგები არის მეტი. ჯამურად ეს არის 700 მილიონი დოლარი. შესაბამისად, არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება, გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს არის ბაზრის ქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

    მისივე ინფორმაციით, ლარიზაციის პროგრამაში მოსახლეობის სესხები გაზრდილია 43%-დან 53%-მდე.

    "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება ინფლაციური მოლოდინები, რომელშიც ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტრენდი გვქონდა, 5,7%-მდე დავედით",-განაცხადა ფინანსათა მინისტრმა.

  • უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

    ტექნო პარკში ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის'' დახურვის ცერემონია და  უსინათლოთათვის შექნილი ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის ,,Lari Reader''-ის პრეზენტაცია გაიმართა.

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამა გათვლილი იყო შშმ პირებზე და მიზნად ისახავდა მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ნულიდან. საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა. კურსი შვიდმა მათგანმა დაასრულა. კურსის წარმატებულმა მონაწილეებმა ტრენერების დახმარებით ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნეს.

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩკაშვილმა კურსდამთავრებულ მონაწილეებს წარმატება მიულოცა და  სერტიფიკატები გადასცა.

    პროგრამა განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და UG lemondo trainings ინიციატივითა და მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები: კომპანია Lemondo, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

    ღონისძებას სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩკაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე, კომპანია „Lemondo"-ს პროექტების მენეჯერი გიორგი ყანჩაველი, უსინათლოთა კავშირის დირექტორი რევაზ მაისურაძე და უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური