ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარი სამთავრობო ცვლილებებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 აპრილი 2015 13:50

ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარი მთავრობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ყოფილი პრემიერი მთავრობის 1/3-ის მეორედ შეცვლას ჯანსაღ პროცესად აფასებს.მან ცალკეული მინისტრების შესახებაც ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, ლევან ყიფიანთან მიმართებაში არსებული დაპირპისრების მოგვარება თავადაც სცადა."მე პირადად ძალიან მესიმპათიურება და დიდ პატივს ვცემ ყიფიანს. ძალიანაც განვიცადე და მქონდა მცდელობა მათი შერიგების. არ მოხერხდა და პრემიერმა და თვითონ მიიღეს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. ივანიშვილისთვის გაუგებარია რატომ გაჩნდა კითხვები შავლიაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყოფილმა მინისტრმა გასაგებად განმარტა გადადგომის მიზეზი - ჯანმრთელობის პრობლემა.  "ინსინუაციები არ ჭირდება ამას, როდესაც პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ 107 პროცენტით გეგმა შეასრულა და წარმატებული მინისტრი იყო. ისეთი მინისტრი დაინიშნა დღეს, ჯავახიშვილი გამორჩეულია მთელი გუნდიდან", - აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილი პრემეირი ხოკრიშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთივს ის ყველაზე სიმპატიური მინისტრი იყო.  

წაკითხულია 313 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური