თბილისის ფოტო ფესტივალი დღეს გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 12:25

TBILISI PHOTO FESTIVAL-ის რიგით მეექვსე გამოშვების გახსნის კვირეული  25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება. ფესტივალის პროგრამაში 200-მდე ევროპელი, ქართველი  და რეგიონალური ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები ექსკლუზიური გამოფენების, მასტერკლასების და ტრადიციული “ფოტოგრაფიის ღამის” პროგრამაში. 

თბილისის ფოტო ფესტივალის გახსნა 25 სექტემბერს გაიმართება 18.00სთ-ზე აბანოთუბანში (ლეღვთახევში), გამოფენით ღია ცის ქვეშ  “ომის შემდგომი ისტორიები ”, რომელიც გერმანელი კლაუდია ჰეინერმანის, პოლონელი მიჰალ ივანოვსკის და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტია და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება.

TBILISI PHOTO FESTIVAL არ ღალატობს ტრადიციებს  და ახალგაზრდა რეგიონალური ფოტოგრაფიის მხარდაჭერის პარალელურად, ფესტივალის  პუბლიკას მსოფლიო ფოტოგრაფიის ვარსკვლავების  გამოფენებს სთავაზობს. მათ შორის 2015 წლის პროგრამაში,  მსოფლიოს  ყველაზე  პრესტიჟული ფოტო სააგენტოს Magnum Photos  ორი წევრის - იტალიელი ალექს მაიოლის (Alex MAjoli) და ფრანგი ანტუან დ’აგატას (Antoine d’Agata) ექსკლუზიური გამოფენები იქნება ნაჩვენები, რომლებიც სპეციალურად თბილისი ფოტო ფესტივალისთვის დაკომპლექტდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომის ფოტოგრაფი ალექს მაიოლის “მთელი ხმით. საქართველო 2008-2009” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომის ქრონიკას და 2009 წელს ომის შედეგების ამსახველ ფოტოებს აერთიანებს. ფოტოები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის გადაღებული.  გამოფენის მსოფლიო პრემიერა სწორედ თბილისში, ფოტო ფესტივალის  ფარგლებში შედგება.  მეორე მნიშვენლოვანი მსოფლიო პრემიერა, როემლიც ასევე სააგენტოს “მაგნუმი” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, სკანდალურ და თვითმყოფად  ფრანგ ფოტოგრაფს ანტუან დ’აგატას სახელს უკავშირდება, ასევე თბილისის ფოტო ფესტივალის  პროგრამაში დაგეგმილი გამოფენით შედგება. “დაბნელება” ანტუან დ’აგატს მიერ საქართველოში 2009 წელს გადაღებული ფოტოების სერიაა.

მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი #DYSTURB, რომელიც ფრანგ ფოტოჟურნალსიტებს აერთიანებს, თბილისის ფოტო ფესტივალის  საპატიო სტუმარია.  #DYSTURB -მა მსოფლიოში სახელი იმით გაითქვა, რომ გიგანტური ფორმატის  ფოტოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ფასადებზე აკრავს. #DYSTURB-ის პრექტის მეშვეობით ფოტოჟურნალსიტიკური გამოსახულება, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს ურბანული ეპიზაჟის ნაწილი ხდება. 24 სექტემბრიდან ძველი თბილისის  ქუჩები  #DYSTURB-ის მიერ შერჩეული იმ ფოტოებით დაიფარება, რომლებიც  ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად, თანამედროვე სამყაროსთვის აქტუალურ მწვავე სოციალურ პრობლემებს ეხმიანება

სხვა ღონისძიებებთან ერთად, 2015 წელს  TBILISI PHOTO FESTIVAL  რეგიონალური მნიშვნელობის ინიციატივით ხვდება - კავკასიაში პირველი ფოტოწიგნის ბაზრობა Tbilisi Photo Book სწორედ თბილისი ფოტო ფესტივალის ეგიდით იხსნება 27 სექტემერს  საქართველოს მწერალთა სახლში. პირველად საქართველოში Tbilisi Photo Book ევროპელი ფოტოწიგნის გამომცემლების, მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების და ახალგაზრდა რეგიონალური ფოტოგრაფების წიგნებს მოუყრის თავს.  Tbilisi Photo Book-ს საზეიმო გახსნა ფოტოწიგნების დიზაინერების, ევროპული ინსტიტუციების, ლიტვური ფოტოწიგნის განონცემლობების თანდასწრებით გაიმართება.

ფესტივალის ცენტრალურ ღონისძიება კვლავ “ფოტოგრაფიის ღამეა” -ღამის ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ ძველ თბილისში, რომელიც 26 სექტენბერს გაიმართება.  200-მდე ფოტოგრაფი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, რომელსაც 28 ევროპული, ქართული და რეგიონალური ინსტიტუტცია წარადგენს.

ფესტივალის  პროგრამაში საჯარო ლექციების და ფოტოგრაფებთან შეხვედრების დიდი სერიაა დაგეგმილი.  მათ შორის,   ფოტო წიგნების ყველაზე პრესტიჟული საერთაოშორისო პრიზების მფლობელ დიზაინერთან - ტომ მრაზაუსკასთან, რომელიც ფესტივალის სტუმარია და მაგნუმის საგენტოს ერთ-ერთ ვარსკვლავთან ანტუან დ’აგატასთან, რომელიც თბილისის ფოტო ფესტივალის სტუმარი უკვე მეორედ არის.

თბილისი ფოტო ფესტივალი 2015 წლის გამოშვებით  იმყარებს კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბური ფოტოგრაფიული ღონისძიების რეპუტაციას და  ფოტოგრაფიის განვითარების  უმნიშვნელოვანეს  პლატფორმად რჩება.

Tbilisi Photo Festival 2015-ის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

პარტნიორთა შორის არიან: პოლონეთის საელჩო, იტალიის საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი, UN Women,  Rooms Hotels, სადაზღვევო კომპანია “არდი”…

წაკითხულია 862 ჯერ

Related items

  • თბილისის ცენტრში განთავსებულ ვიდეო-მონიტორებზე მიმდინარეობს თურქმენეთის ცხოვრების კადრების ტრანსლირება

    თურქმენეთის რესპულიკის დამოუკიდებლობის 29-ე და ნეიტრალიტეტის გამოცხადების 25-ე წლისთავების აღსანიშნავად, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში მოაწყო სანახაობრივ, პოპულიზირებული აქცია.

    როგორც „ნიუსდეი საქართველოს“ თურქმენეთის საელჩოში განუცხადეს, თბილისის ერთ – ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ასევე რკინიგზის სადგურსა და მეტროში დამონტაჟებულ უზარმაზარ მონიტორებზე ვრცელდება ვიდეო-ჩვენება თანამედროვე თურქმენეთის ცხოვრების შესახებ.

    საქართველოს დედაქალაქის მკვიდრებსა და სტუმრებს საშუალება აქვთ ვიზუალურად გაეცნონ ჩვენი ქვეყნის-თურქმენეთის მასშტაბურ მიღწევებს, ისტორიასა და კულტურას, თურქმენი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და მშვიდობისმოყვარეობას, აგრეთვე ბუნებრივ ღირშესანიშნაობებს და არქიტექტურულ ძეგლებს, ასევე თურქმენეთის დედაქალაქის გარეგნობას და იერფერს.

    აღნიშნული ვიდეო-კამპანია ოქტომბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია თურქმენეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატები დაასახელა

    საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

    ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დაასახელა.

    კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა:

    მთაწმინდა – შალვა შავგულიძე

    სამგორი – ლევან ხაბეიშვილი

    ვაკე – ელენე ხოშტარია

    გლდანი – ნიკა მელია

    ისანი – გიორგი ვაშაძე

    ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.

    საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში.

     

     

  • თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა

    თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

    „საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

  • თბილისი LCD Berlin Awards-ის გამარჯვებულია „საუკეთესო კულტურული ქალაქი 2020“

    ✅ ბერლინში, LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო კულტურულ ქალაქად დასახელდა.

    ✅ LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.

    ✅ LCD Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჯილდო 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო.

    ✅ 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, სადაც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ.

    ► კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო.

     

  • ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

    ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახლადგარემონტებულმა ფილიალმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

    ლიბერთის ცენტრალური ფილიალის განახლება დასრულდა და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. 

    ახალი კონცეფციის ცენტრალურ ფილიალში ხელმისაწვდომია 365 სივრცე, რომელიც 24/7-ზე მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ფილიალის მეორე სართულზე შესაძლებელია პრემიუმ მომსახურების ფილიალით სარგებლობა.

    ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინhttps://www.libertybank.ge/ka/booking

    მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 74

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური