პენტაგონის ცნობით, სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 11:45

პენტაგონის განცხადებით, ამერიკული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა.

როგორც "ბიბისი" აშშ-ის არმიის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, დაღუპული აბუ ბაქრ ალ-თურქმანი მებრძოლთა ე.წ. "ადმინისტრაციული ამირი" იყო და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებამდე "ალ-ქაიდას" წევრი იყო.

წაკითხულია 359 ჯერ

Related items

  • ამერიკელი ადმირალი გარდაცვლილი იპოვეს

    აშშ-ს, ბაჰრეინის მეხუთე ფლოტს ხელმძღვანელი ადმირალი სკოტ სტერნი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას, პენტაგონი სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას TRT-ქართული აქვეყნებს.

    განცხადებაში ნათქვამია: „ამერიკელი ადმირალი სკოტ სტერნი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალებს მეთაურობდა, ბაჰრეინში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.“ პენტაგონის განცხადებაში მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ სხვა განცხადება არ გავრცელებულა.
    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

    წყარო: http://www.trt.net.tr/georgian/msop-lio/2018/12/02/amerikeli-admirali-gardac-vlili-ipoves-1098728

  • თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

    ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.
    დღეს, ოთხი შეიარაღებული პირი ირანის დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

    პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

    პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

    ორივე ადგილას ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. 

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში საჰაერო დარტყმა განახორციელა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში საჰაერო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას ამის თაობაზე "სიენენი" ოთხ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნჯობით ავრცელებს.
    მასიური ბომბი სახელწოდებით, "MOAB", რომელსაც "ყველა ბომბის დედას" უწოდებენ, ადგილობრივი დროით, შვიდ საათზე ჩამოაგდეს ავღანეთში. საჰაერო თავდასხმის სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება, "ისლამური სახელმწიფო" წარმოადგენდა. თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციაში, აჩინის გარეუბანში განხორციელდა. 
    ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერლის შესახებ.

    აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის იარაღი აშშ-მ ერაყის ომის დროს შექმნა და ეს ყველაზე ძლიერი, 9,5 ტონიანი ბომბი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მან პირველად გამოიყენა.

  • ალბანეთში TIKA-ს მიერ გახსნილი სკოლის მასწავლებელი ISIS-ის პროპაგანდის გამო დააპატიმრეს

    თურქეთში დაფუძნებული თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ ალბანეთში გახსნილი სკოლის მასწავლებელი ISIS-ის პროპაგანდის გამო დააპატიმრეს. ეს შემთხვევა, ევროპის და მსოფლიოს მედიამ ვრცლად გააშუქა.

    ″ISIS-ი და ალ-ქაიდა ცუდი ორგანიზაციები არ არიან, ისინი სირიაში, ერაყში და ეგვიპტეში მუსულმანებს იცავენ″- ამბობს ემინე ალუში. მომხდარი ინციდენტის შემდეგ მასწავლებელი დააპატირმეს, მას 10  წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    გაზეთებმა, რელიგიური განათლების მიმცემი აღნიშნული სკოლის მასწავლებლის ემინე ალუშის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების ISIS-ის და ალ-ქაიდას განდიდებით ხსენება სკანდალად შეაფასეს.

    ინფორმაცია, ამერიკის, ევროპის და ჩინეთის ისეთ წამყვან მედია საშუალებებში გაშუქდა, როგორიცაა საინფორმაციო სააგენტო ANSA, Associated Press, Washington Post, Fox News, China.org და ესპანური El Paso.

    მასწავლებლის და სკოლის შესახებ ალბანეთის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ მიუღებელია და საჭიროებისამებრ სისხლის სამართლის პროცესი წარიმართება.

    ბოლო წლებში, ევროპის და განსაკუთრებით იტალიური მედია ალბანეთში, განსაკუთრებით სოფლად ISIS-ის საფრთხის გავრცელებაზე ამახვილებდა ყურადღებას.

    წყარო: 1)  http://turkeypurge.com/turkish-govt-funded-imam-hatip-teacher-recorded-praising-isil-in-classroom

    2) http://dunyanews.tv/en/World/371234-Albanian-teacher-hel

    3)   https://www.washingtonpost.com/world/europe/albanian-teacher-arrested-for-pro-is-propaganda/2017/01/19/add69bf2-de3a-11e6-8902-610fe486791c_story.html?postshare=4911484944072905&tid=ss_tw&utm_term=.0a1a361df207

  • პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი - თურქეთში სისხლისღვრა მოხდება

    ამერიკელი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის საკითხებში, პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი თურქეთში შესაძლო სისხლისღვრაზე საუბრობს. ამავე დროს, აშშ-ს საზღვაო აკადემიის ლექტორი მაიკლ რუბინი American Enterprise Institute ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს იარაღის მეშვეობით რომც იყოს კონსტიტუციის შეცვლა სურს.

    რუბინის თქმით, ერდოღანი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობას ″ღვთის საჩუქრას″ უწოდებს და გადატრიალების მცდელობას ლიკვიდაციის საბაბად იყენებს.

    როგორც რუბინი სტატიაში აღნიშნავს, ერდოღანი გადატრიალების მცდელობაში გიულენის მოძრაობას ადანაშაულებს. ბრალდების დასამტკიცებლად თურქეთის ხელისუფლების მიერ ამერიკული მხარისთვის გადმოგზავნილი დოკუმენტები სანდოობისგან შორს, უფრო მეტიც მტკიცებულებადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს.

    ″აღსანიშნავია ისიც, რომ თურქული მედია ყველაფერს ისე აშუქებს თითქოს ამერიკის ხელისუფლებამ ეს მტკიცებულებები მიიღო, სინამდვილეში კი ჯერჯერობით არცერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს თურქული მედიის მიერ გაშუქებული ინფორმაციის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. პირიქით, 15 ივლისის შესახებ ალტერნატიული თეზისები უფრო შთამბეჭდავია.″-განაცხადა მან.

    მაიკლ რუბინის მტკიცებით, წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა ერდოღანმა მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მოსაშორებლად გამოიყენა. ევროპა ჯერ კიდევ ამ ქმედებებს მასწავლებლების და მეცნიერების უფლებების დარღვევად აფასებს.

    რუბინის თქმით, ერდოღანის მომხრეების შეგნებულად შეიარაღება ხდება.

    ″მმართველმა პარტიამ თავის მომხრეებზე იარაღის ლიცენზიის მიცემა დაიწყო. ასევე 1997 წელს თურქეთის არმიიდან გაგდებული გენერლის წოდების მქონე ადნან თანრივერდი ამჟამად ერდოღანთან თანამშრომლობს და მისი მეთაურობით სადათის (SADAT) სახელწოდებით შეიარაღებული ერთიანობაა შექმნილი. სადათი სპეცდანიშნულების ჯარებს და შეიარაღებულ დაჯგუფებებს წვრთნის რომელიც უახლოეს მომავალში ირანის რევოლუციური გვარდიის მსგავს სტრუქტურად ჩამოყალიბდება და პირდაპირ ერდოღანის ბრძანებით იმოქმედებენ. სინამდვილეში ისე ჩანს, რომ 15 ივლისს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების უკან დაჯგუფება სადათი დგას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იძულებითი აღიარებების გარდა სხვა სარწმუნო მტკიცებულებები არ არსებობს მაინც გიულენს ადანაშაულებენ.″- განაცხადა მაიკლ რუბინმა.

    წყარო: www.aei.org/publication/erdogan-prepares-for-a-bloodbath/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური