სამხედრო-საჰაერო ძალების 23 წლის იუბილე

გამოქვეყნებულია სამხედრო
შაბათი, 19 სექტემბერი 2015 15:39

ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართული სამხედრო-საჰაერო ძალების 23 წლის იუბილე აღინიშნა. ქართველ სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ავიაციისა და საჰაერო სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს. „ავიაციის განვითარების გარეშე თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება და განვითარება წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს ნათელი ხედვა, თუ საითკენ და როგორ მივდივართ. საჰაერო ძალების განვითარება გულიდან და გონებიდან იწყება. საჰაერო ძალებში ამაღლებული განწყობაა, ძალიან მოტივირებული არიან. იმედი გვაქვს, რომ დასახულ მიზანს წარმატებით განვახორციელებთ“, - აღნიშნა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ავიაციის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მფრინავთა ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. ალექსეევკის შერეული საავიაციო ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწვეული სტუმრებისთვის სამხედრო-საჰაერო ტექნიკა გამოიფინა. „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა, საზოგადოების სახელით, ავიაციასა და საჰაერო სარდლობას მადლობის სიგელი გადასცა.

1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25 ტიპის თვითმფრინავით პირველი გაფრენა შედგა, რომელიც პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ და ავიაციის გენერალ-მაიორმა ვალერი ნაყოფიამ განახორციელეს. ქართული ავიაციის დღე, სწორედ, ამ დღიდან აღინიშნება.

წაკითხულია 1053 ჯერ

Related items

  • ჩინეთში დაიწყო რუსი და ჩინელი ინჟინრების შექმნილი რეაქტიული სამგზავრო ლაინერის წარმოება

    ჩინეთში დაიწყო რუსი და ჩინელი ინჟინრების მიერ შექმნილი პირველი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავის წარმოება. ამის თაობაზე "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შანხაის კომიტეტის ოფიციალური გაზეთის Jiefang Daily–ს თანახმად, იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავი C929 კონკურენციას გაუწევს Boeing 787 Dreamliner-ს.

    თვითმფრინავის პროტოტიპი 2018 წლის ნოემბერში, ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში, ქვეყნის უდიდესი საავიაციო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე წარმოადგინეს.

    თვითმფრინავის ძირითადი ვერსია, სახელწოდებით CR929-600, განკუთვნილია 12 ათას კილომეტრამდე 280 მგზავრის გადასაყვანად.

     

  • „PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

    „PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

    2021 წლის 25 ივლისს საქართველოს სტაატისტიკის სამსახურის (საქსტატი) დაარსებიდან 102 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც მასთან წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობენ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში.

    „მოხარულები ვართ, რომ PSP ფარმამ“, როგორც საქსტატის ერთ-ერთმა საუკეთესო პარტნიორმა მადლობის წერილი აქტიური და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაიმსახურა. ვფიქრობთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ყველა საქვეყნო საქმეში, როგორც ამ შემთხვევაში ოფიციალური ეროვნული სტატისტიკის წარმოებაა. PSP ყოველთვის აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ყველა პროექტსა და საქმიანობას, რომელიც ქვეყნისთვის მნიშნელოვანია. PSP ასევე ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც 1998 წელს მსხვილ გადამხდელთა რიგებში გაერთიანდა და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში“ - აცხადებენ PSP-ში.  

    პსპ-ს პრეს-რელიზი

  • შვედეთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

    შვედეთის ქალაქ ორბროს მახლობლად აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ორ ძრავიანი თვითმფრინავი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პირები პარაშუტისტები იყვნენ. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    შვედეთის ქალაქ ორბროს მახლობლად თვითმფრინავმა, რომელიც პარაშუტით გადმოხტომისთვის იყო შექმნილი, გაურკვეველი მიზეზების გამო აფრენიდან მალევე კატასტროფა განიცადა.

    ორებროს პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ლარს ჰედელინმა განაცხადა, რომ ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 1 პილოტი და 8 პარაშუტისტი. ჰედელინმა ზუსტი ციფრები ვერ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფი ადამიანების უმეტესობა დაიღუპა.

    პოლიციის პრესსპიკერმა ლარს ჰედელინმა მომხდარს "სრული ავარია" უწოდა და თქვა, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.

  • "ტარზანის" როლის შემსრულებელი, ჯო ლარა ავიაკატასტროფაში დაიღუპა

    თვითმფრინავმა, რომელშიც იმყოფებოდა ამერიკელი მსახიობი, 59 წლის ჯო ლარა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ფილმში "ტარზანის" როლის შესრულებით, კატასტროფა განიცადა და ტბაში ჩავარდა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამერიკული პრესის ცნობით, სავარაუდოდ, ამ უბედური შემთხვევის შედეგად, თვითმფრინავში მყოფთაგან არავინ გადარჩენილა. 

    წინასწარი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ სმირნა ნეშვილის აეროპორტიდან აფრენილი პატარა კერძო სამგზავრო თვითმფრინავი, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ რადარებიდან გაუჩინარდა და პერსი პრისტის ტბაში ჩამოვარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფ 7 ადამიანს შორის "ტარზანის" როლის შემსრულებელი ჯო ლარა და მისი მეუღლე გვენ შამბლინ ლარაც იმყოფებოდნენ.

    ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს ცნობით, თვითმფრინავში მყოფთაგან არავინ გადარჩენილა და  ავარიის მიზეზების გამოძიება დაიწყეს. მაშველებმა კი ჯერ-ჯერობით ტბიდან მხოლოდ თვითმფრინავის ნაწილები ამოიტანეს.

    1962 წელს კალიფორნიაში დაბადებული ჯო ლარა მუსიკალური კარიერის გარდა მსახიობობდა. ლარას, რომელიც ჰოლივუდის მრავალ სპექტაკლში მონაწილეობდა, დიდი პოპულარობა მოუტანა 1989 წლის ფილმმა "ტარზანი მანჰეტენში" და 1996-1997 წლების სერიალმა, "ტარზანი: ეპიკური თავგადასავლები."

     

  • თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 100 წლის იუბილე აღინიშნა

    თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 100 წლის წინ, 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით ელჩმა, სიმონ მდივანმა, თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს, მუსტაფა ქემალ ათათურქს, რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი, იყო პირველი უცხოელი დიპლომატი, რომელმაც ათათურქს რწმუნებათა სიგელი გადასცა და რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ერა დაიწყო 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა ისევ მოიპოვა.

     „საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობითა და კეთილმეზობლური სულისკვეთებით ღრმავდება სტრატეგიული პარტნიორობა. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი და გულშემატკივარია.“- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური