საზოგადოებისნაწილი „ჩოხისდღის “ დაწესების ინიციატივით გამოდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 16:59

 საზოგადოების გარკვეული ნაწილი, საქართველოში ეროვნული სამოსის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის. ისინი თვლიან, რომ  მზგავსი დღესასწაულები ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.

„თუ შოტლანდიაში არის ასეთი დღე, რატომ არ უნდა იყოს საქართველოში? თუ ასეთი დღის შემოღება მოხდება, საქართველოში ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ქართველების სანახავად, ბევრი ტურისტი ჩამოვა“, - განაცხადა პროექტის „შევქმნათ ერთად ეროვნული სამოსის დღე“, ერთ-ერთმა ინიციატორმა დავით გოგლიჩიძემ „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ საუბრისას.

 „ჩოხის დღის “ დაწესების ინიაციატორები საკუთარ წინადადებებს, უახლოეს მომავალში, კულტურის სამინისტროსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ.

წაკითხულია 572 ჯერ

Related items

  • ეროვნული ბრენდების რეიტინგში საქართველომ 93-ე ადგილზე გადაინაცვლა

    ეროვნული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი გამოქვეყნდა. კომპანია "Brand Finance"-ის რეიტინგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები უპირობო ლიდერია. ყველაზე ღირებული ეროვნული ბრენდების პირველი ათეული კი ასეთია: აშშ, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი, ინდოეთი, კანადა, იტალია და ავსტრალია.კვლევის ავტორების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც რჩება მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ეროვნულ ბრენდად.,,იქაური ბიზნეს-კლიმატი ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. აშშ, რბილი და მოქნილი პოლიტიკის წყალობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს პროდუქციის ექსპორტს. ქვეყანა მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს დარჩეს ყველაზე ღირებულ ეროვნულ ბრენდად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მზარდი ეკონომიკა და როლი თანდათან უფრო ძლიერდება მსოფლიო მასშტაბით."აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ეროვნული ბრენდის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა. მსოფლიო რეიტინგებში ქვეყანამ 91-დან 93-ე ადგილზე გადაინაცვლა.შესამჩნევია ირანის პოზიციების გაუმჯობესება. ირანი წელს ყველაზე სწრაფად მზარდ ეროვნული ბრენდად დასახელდა. ქვეყანამ რეიტინგებში 46-ე ადგილი დაიკავა. ამ ყოველივეს კვლევის ავტორები პრეზიდენტ ჰასან როუჰანის ზომიერ პოლიტიკას უკავშირებენ. პოზიციები ყველაზე მეტად უკრაინამ დაკარგა, პოლიტიკური მდგომარეობისა და საომარი მოქმედებების გამო მისი, როგორც ეროვნული ბრენდის ღირებულება 45%-ით გაუარესდა.ეროვნული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგის კვლევისას ძირითადი კრიტერიუმებია: დამოუკიდებლობა, ტექნიკური სანდოობა, გამჭირვალობა და ექსპერტიზა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური