სევდია უგრეხელიძემ ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა
საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს ჯეროვნად მომზადებული არ შეხვდა, რის გამოც ბავშვების გარკვეული რაოდენობა ბაღების გარეშე დარჩა.
"პატარებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში ჩაირიცხნენ, გადავსებულ ჯგუფებში უწევთ სიარული", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა ბავშვთა კვებაზე და აღნიშნა, რომ
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებისათვის კვების პროდუქტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების ჩატარება ვერ უზრუნველყო.
მისივე ინფორმაციით, იმ კომპანიების წარმომავლობის დადგენის მიზნით, რომელთაგანაც ბავშვებისათვის საჭირო კვების პროდუქტების შეძენა ხდება, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოითხოვს.
სევდია უგრეხელიძის განცხადებას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.