მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2015 17:44

15 სექტემბერს გამთენიას საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები ამერიკის ქალაქ ლას ვეგასში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან თბილისში ჩამოფრინდნენ.

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ ვლდიმერ ხინჩეგაშვილს და ბრინჯაოს პრიზიორებს -გენო პეტრიაშვილს, სანდრო ამინაშვილსა და ლაშა გობაძეს, ასევე დელეგაციის წევრებსა და მწვრთნელებს აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მეტოქე დაამარცხა, ფინალურ დაპისირპირებაში კი ირანელ მოჭიდავეს ჰასან რაჰიმის ბოლო წამებზე 5:4 აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ხინჩეგაშვილის წარმატებამდე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ბოლოსრევაზ მინდორაშვილი 2005 წელს გახდა. რევაზ მინდორაშვილი დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. 2007 წელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რამაზ ნოზაძემ და დავით ბედინაძემ მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ლას ვეგასის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებთან ერთად, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების 4 ლიცენზია მოიპოვეს.

წაკითხულია 460 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური