"სოფოსბუვირის" დამატებით 5000 ფლაკონი უკვე საქართველოშია

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 10:55

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის, "სოფოსბუვირის" დამატებით 5000 ფლაკონი უკვე საქართველოშია. პრეპარატი ქვეყანაში ეტაპობრივად შემოდის. მისი განბაჟება ცოტა ხნის წინ მოხდა და განსაკუთრებულად დაცულ საცავში, შესაბამისი ნორმების დაცვით ინახება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტი კომპანია "გილიარდმა" საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისათვის. პროგრამის პირველ ეტაპზე მკურნალობაში ერთვებიან ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები. შემდეგ კი ეტაპობრივად ჩ ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტი. დაავადებულმა პირებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ ფორმა 100 და ყველა საჭირო კვლევა, სადაც აღნიშნული იქნება, დაავადების სიმძიმისა და ხასიათის შესახებ. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს. პრეპარატს ჩ ჰეპატიტით დაავადებული პირები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ. 
პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო "ფორმა 100" შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ: 1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (თბილისი.ალ.ყაზბეგის N16); 2. "ჰეპა"(თბილისი, ლუბლიანას 18/20); 3. "ნეოლაბი" (თბილისი, ნუცუბიძის 8); 4. "მრჩეველი" (თბილისი, ყაზბეგის გამზ.9); 5. შპს "ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო" (ზუგდიდი, ონარია); 6. შპს "ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი" (ქ. ბათუმი, რ.თაბუკაშვილის 17, ჯ.ქათამაძის 11); 7. შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მედიქალ სიტი(ქ. ქუთაისი, ფოთის ქ.N40); 8. შპს ლივერმედი (ქ, ქუთაისი, თამარ მეფის ქ.N26); 9. ააიპ ,,იმერეთის განვითარების ცენტრი" (ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზ. N27 /გრიშაშვილის მე-4 შესახვევი N9); 10.შპს ,,ქ. რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრი"(ქ. რუსთავი, გ. ოდიშარიას N19); 11. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. (ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. N56). 

წაკითხულია 525 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური