ესპანური საღამოები ანბანის კოშკის ტერასაზე

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 04 სექტემბერი 2015 16:54

4 სექტემბრიდან ბათუმს კიდევ ერთი გასართობი  ადგილი შეემატება. ანბანის კოშკის ტერიტორიაზე ტერასა Gravity Chill Out და კაფე-ბარი Gravity გაიხსნება. ახალი  კოლორიტული ადგილის გახსნასთან დაკავშირებით 4, 5 და 6 სექტემბერს 21:00 საათიდან საოცრებათა მოედანზე ესპანეთიდან მოწვეული ჯგუფი "Color Moreno" დადგამს ფლამენკოს ცეკვების შოუს. ჯგუფს საერთაშორისო მასშტაბის ცნობილი ანდალუზიელი ფლამენკოს მოცეკვავე და ქორეოგრაფი ხოსე კანდელა ხელმძღვანელობს.

საღამოებზე ასევე გაიმართება ქართული ბენდების კონცერტები. გახსნის ღონისძიება 4 სექტემბერს 21:00 საათზე  დაიწყება. "ანბანის კოშკის მენეჯმენტი" მოსახლეობას ესპანურ საღამოებზე ეპატიჟება.

დასწრება თავისუფალია.

წაკითხულია 548 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური