სასაფლაოზეც ავედი,...მიწას ხელით შევეხე, მერე....- განო მელითაურის ემოციური პოსტი

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 31 აგვისტო 2015 15:06

"გეძებდი ყველგან - მოვირბინე სახლები ქუჩები და ადგილები ,სადაც ერთად ვყოფილვართ..გეძებ,გეძებ ,გეძახი..სულ გელოდები, სად აღარ ვიყავი! სასაფლაოზეც ავედი,წარმოგიდგენია? მიწას ხელით შევეხე, მერე ქვების მდუმარებაში ვიდექი დიდხანს - იქნებ ჩამავალ ათინათებში დავინახოთქო და როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა, სახლში უმზეო და დაოსებული დავბრუნდი . ჩვენს შვილებს ერთმანეთზე დაკონებულებს ეძინათ.პირველად შემშურდა მათი, ყოველ ღამე გხედავდი და უძილობამ საბოლოოდ დამაშორა სასიზმრეთს!
მერე სარკესთან მივედი,ჩვნი ფოტოსთვის მაინც რომ შემეხედა და შემთხვევით თვალი თვალში გავუყარე საკუთარ ანარეკლს..
მეცნო ეს მზერა! ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა? პირდაპირ ჩემი თვალებიდან მიყურებდი, სანუკვარო!" - ამ პოსტს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური წერს.

წაკითხულია 28190 ჯერ

Related items

  • განო მელითაურის ემოციური პოსტი - „ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრება დაუბრუნებლად შეიცვალა“...

    განო მელითაური სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილებთან ურთიერთობაზე საუბრობს.

    „სადღაც, ოპერაციულ სისტემებს და ცხოვრებისეულ პროცესებს შორის გახლართულს მახსენდება, რომ თელავში, სიმწვანეში ჩაფლული ასწლიანი სახლის ეზოში, კუ სახელად კუნა მშობიარობის ტკივილებს ებრძვის...

    სიახლე მისი პოვნის შესახებ აფორიაქებულმა გოგონამ მამცნო ტელეფონით, რომელიც სამყაროს მირჩევნია... სახელიც დღეს დაარქვეს...

    ტასოს და თარაშის გახარებული და ემოციური მზერა, ალბათ კუნას მხნეობას შეჰმატებს..ლოლიტაც იქვეა და ისე, თავისთვის, უპირობოთ უყვარს განიკო, ენატრება და ცდილობს დედა დაუძახოს, რა დროს სამსახურია, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ფონზე.

    აუთლუქის მეილი არ ცხრება, გადმობარების ბოლო დღე მაქვს და ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრება დაუბრუნებლად შეიცვალა, როცა კუნასგან განსხვავებით ლოლიტას მოსავლენად მარტო გავეშურე“...

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper