ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 31 აგვისტო 2015 12:01

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ უახლოეს მატჩს შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებებთან ჩაატარებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაკახა ცხადაძემ 4 და 7 სექტემბერს დაგეგმილი მატჩებისთვის, რომელიც თბილისსა და დუბლინში გაიმართება 24 კაციანი შემაგენლობა დაასახელა.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი ლორია (უგუნდო), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)

მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, ( „ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), სანდრო კობახიძე ( „ვოლინი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), მათე ცინცაძე („დინამო თბილისი“, საქართველო)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ( „ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე ( „ფლამურტარი“, ალბანეთი), მათე ვაწაძე ( „ორჰუსი“, დანია)

საქართველოს ნაკრები არასრული შეადგენლობით პირველ ვარჯიშს, 31 აგვისტოს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩაატარებს.

საქართველო-შოტლანდიის მატჩი თბილისში, 4 სექტემბერს, „დინამო არენაზე“, 20 საათზე დაიწყება.


ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 790 ჯერ

Related items

  • ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია

    11 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება და ჩატარდა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.

    საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  ვიქტორ სანიკიძე, რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ვიქტორ სანიკიძეს საერთო საარჩევნო კრების სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრების 39-ვე დელეგატმა დაუჭირა მხარი და შესაბამისად, სანიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში 100%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.

    საერთო საარჩევნო კრების დღის წესრიგის მიხედვით, ყრილობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის სიტყვით გაიხსნა, რომელმაც განვლილ ოთხ წელიწადში ჩატარებული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.

    დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხის მიხედვით, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა წარადგინა. საერთო საარჩევნო ყრილობას საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე. 

    ვიქტორ სანიკიძემ გამგეობის წევრებად ლაშა გამყრელიძე, ოთარ ფაიქრიძე, გიორგი მარხვაშვილი, გიორგი ამილახვარი, დავით თორთლაძე, ვიქტორ სანიკიძე, პაატა გურსპაული, ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით საყვარელიძე, ზურაბ  გრძელიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, პაატა ლობჟანიძე, ზვიად კოტრიკაძე და მიხეილ გაბრიჩიძე დაასახელა.

    საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა უახლოეს დღეებში შეიკრიბება და ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს დაამტკიცებს.

     

  • ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები აზიის თასის გათამაშებაში იასპარეზებს
    ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები აზიის თასის გათამაშებაში იასპარეზებს. ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა  პენალტების სერიაში იორდანიის ნაკრებს სძლია და ამ ისტორიული გამარჯვებით პირველად   მოხვდა   აზიის   ჩემპიონატზე.
    ირანისა   და იორდანიის   ნაკრებთა   თამაშის   ძირითადი   დრო   ფრედ   დასრულდა   და   იმის გათვალისწინებით,  რომ   ორივე   გუნდს   ქულების   რაოდენობით   და   გატანილი  და გაშვებული   გოლების   რაოდენობით   თანაბარი   მაჩვენებელი   ჰქონდა,   საბოლოო გამარჯვებული   პენალტების   სერიამ   გამოავლინა,   სადაც   ირანელებმა ფეხბურთელებმა  ანგარიშით   4-2 სძლიეს   მეტოქეს   და   2022   წლის   აზიის   ჩემპიონატზე   მოხვდნენ,   რომელიც   ინდოეთში გაიმართება. 
     
    წყარო: www.irna.ir/news/84483692/
     
     
     
     

  • საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების გამარჯვებული გახდა
    საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა ფინალურ მატჩში კვიპროსის ნაკრები დაამარცხა - 32-18 და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე გადაინაცვლა.
    ქართველმა ხელბურთელებმა ფინალური შეხვედრის პირველი ტაიმი 14-6 მოიგეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს კიდევ 18 გოლი გაუტანეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც კვიპროსელთა კარი 11-ჯერ აიღო.
    საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ტურნირის მოსაგებად ევროპის 6 განვითარებადი ნაკრები იბრძოდა, საუკეთესო სამეული კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
    თბილისში გამართული ერთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანი (36-16), მოლდოვა (27-20) და ბულგარეთი (32-19) დაამარცხა.
  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

    საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

    2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

    ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა.

    სფფ-ს ადმინისტრაცია

  • ფუტსალი | საქართველო 0:4 რუსეთი

    საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 4:0 დასრულდა.

    რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, თუმცა საკუთარი შანსები უკეთ მეტოქემ გამოიყენა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი ნიაზოვმა შეასრულა, თითო გოლი კი, რომულოსა და დავიდოვის ანგარიშზეა.

    საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას 5 მარტს გამართავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. აღნიშნულ ქვეჯგუფში საქართველოსთან ერთად თამაშობენ რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი. ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის წინააღმდეგ ფრედ 4:4 ითამაშა.

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაცია

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური