“ რეაქციისა“ და „ იმედის კვირის" პროდიუსერებისა და ჟურნალისტების განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 31 აგვისტო 2015 11:39

“ რეაქციისა“ და „ იმედის კვირის" პროდიუსერები და ჟურნალისტები გადაცემების მოულოდნელ დახურვასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

"გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ტელეკომპანია „იმედის“ გადაწყვეტილებაზე გადაცემების „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ მოულოდნელ დახურვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მიუღებელია ის განცხადება, რომელიც არხის ხელმძღვანელობამ გაავრცელა . საეჭვოა კომერციულ არხს ისეთი მაღალრეიტინგული, პოპულარული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები როგორიცაა „ რეაქცია „ და „ იმედის კვირა“ საკუთარი ნებით შეეჩერებინა ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყისში თან არჩევნებამდე 1 წლით ადრე. მიუღებელია ის ფორმაც, რომლითაც არხის მენეჯმენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაახმოვანა, რადგან 29 აგვისტომდე არცერთი მინიშნება და შეტყობინება შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს არ მიუღიათ. ჩვენ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება . მით უფრო , რომ ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უკმაყოფილო განცხადებები ამ გადაცემების მისამართით. იმედია, ტელევიზიის ხელმძღვანელობა საჯაროდ ახსნის გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს და მოტივს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რის გამო მოხსნეს ეთერიდან არხის ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანი ინგა გრიგოლია. გვინდა გვჯეროდეს, რომ ტელეკომპანია „ იმედი“ არ დარჩება პოლიტიკურ- საზოგადოებრივი თოქ-შოუების გარეშე და ჟურნალისტებს მიეცემათ თავისუფალი მუშაობის საშუალება", - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხულია 452 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური