ლევან კობიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში დღეიდან ერთვება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 31 აგვისტო 2015 11:09

"მე ვერთვები წინასაარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან ვიწყებ აქტიურ შეხვედრებს კლუბებთან, რეგიონალურ ფედერაციებთან და ასოციაციებთან. ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში გაგაცნობთ ჩემს ხედვას, თუ როგორ ვგეგმავ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მუშაობას", - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილი კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს.  უახლოეს დღეებში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში  ოფიციალურ კანდიდატად დარეგისტრირდება.

"წინ ბევრი საიტერესო აქტივობაა დაგეგმილი. ჩემი მიზანია ვიყო მაქსიმალურად გახსნილი გულშემატკივრებისთვის, საზოგადოებისთვის და არამარტო საფეხბურთო სამყაროსთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, რადგან ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა.

ჩვენ საერთო ძალისხმევით შევუქმნით ქართულ ფეხბურთს უკეთეს მომავალს. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. დინამოელებს კი ვულოცავ გამარჯვებას", - აცხადებს ვეტერანი ფეხბურთელი.

წაკითხულია 546 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური