პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 აგვისტო 2015 17:08

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაეროს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენცია გაიმართება.

აღნიშულ ფორუმში მონაწილეობას 140-მდე საპარლამენტო ლიდერი მიიღებს. კონფერენციის დღის წესრიგი ფოკუსირებული იქნება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხებზე, რომლებიც საპარლამენტო ჭრილში განიხილება. პარლამენტის სპიკერთა მე-4 მსოფლიო კონფერენცია 31 აგვისტოს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, საბერ ჩოდერის, გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნისა და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, სემ ქუტესას მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება.

სამშაბათს, 1 სექტემბერს, მესამე პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ან ბრასერთან და ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ილკა კანერვასთან.

კონფერენციის მიმდინარეობისას, აგრეთვე, დაგეგმილია დავით უსუფაშვილის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ვიეტნამის ეროვნული დღესასწაულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაში, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში 1 სექტემბერს გაიმართება.

საპარლამენტთაშორისო კავშირის პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე სულ ხუთი პლენარული სხდომა გაიმართება. კონფერენიის ფარგლებში დაგეგმილია დეკლარაციის (ინგლ. თარგმნ. „დემოკრატია მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის: ხალხისთვის სასურველი მსოფლიოს შენება”) მიღება. აღნიშნული ფორუმი, უმაღლეს დონეზე, პარლამენტებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური ფორმატია. კონფერენცია ნაწილია იმ რიგი მაღალი დონის შეხვედრებისა, რომლებიც 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, გაეროს სამიტზე შეჯამდება, სადაც ახალი მდგრადი განვითარების მიზნების პროგრამა (SDGs) იქნება მიღებული.

პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი მსოფლიო კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აღნიშნულ ფორუმში მესამედ მიიღებს მონაწილეობას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, დაგეგმილია ასევე, დავით უსუფაშვილის ინტერვიუ „ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში სამუშაო ვიზიტს 3 სექტემბერს დაასრულებს.

 
წაკითხულია 820 ჯერ

Related items

  • ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციის ვიზიტი

    ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე 22-25 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

    კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თანხლებით, კონგრესის პრეზიდენტი თბილისში შეხვდება ქალაქის მერს კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს კახაბერ კუჭავას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.

    ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ გორში, მერთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს ვიცე-პრეზიდენტთან და კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებთან.

  • საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

    საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

    რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

    ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია.

    კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.

    ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

    ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

  • აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს

    აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები ყველა 125 საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შესახებ. ცესკო-ს მონაცემებით,  აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს.

    როგორც ცნობილია აზერბაიჯანში კვირას ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მასში მონაწილეთა აქტივობამ 47,81% შეადგინა. 4823 საარჩევნო უბნიდან ოქმების 87% დამუშავების შედეგად, მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, რესპუბლიკის პარლამენტში 125 ადგილიდან 65-მდე მიიღო.

    ორშაბათს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ყველა 125 საარჩევნო უბნის მონაცემები. ამ მონაცემების თანახმად, ახალ პარლამენტში მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანი“ მანდატების რაოდენობა გაიზარდა, და ახლა ის დაახლოებით 70 ადგილია.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში კვირას დასრულდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა. რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

    ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, მძიმე დარტყმაა „ქართული ოცნებისთვის“

    რეზოლუციის დოკუმენტი, რომელიც დღეს მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, არის კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    როგორც დ. ბაქრაძემ აღნიშნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში პირდაპირ არის დაგმობილი პროპორციული სისტემის ჩაგდება და საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევების გამოუძიებლობა.

    „მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და მძიმეა ხელისუფლებისთვის, ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, რომელიც დღემდე თავს არიდებს ოპოზიციასთან შეთანხმებას და რომელიც დღემდე ცდილობს არჩევნები მხოლოდ მისთვის მისაღები სისტემით ჩაატაროს. ეს იქნება კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიტიკას იღებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისგან. დოკუმენტი, რომელიც მიიღო უკვე კომიტეტმა და რომელსაც ძალიან მაღალი ალბათობით იგივე შეუცვლელი სახით მიიღებს პლენარული სხდომაც, იქნება ძალიან მძიმე და სერიოზული განაცხადი ევროსაბჭოს მხრიდან თუ რა მოლოდინები აქვს 2020 არჩევნებთან დაკავშირებით და რა ვალდებულებები ეკისრება ხელისუფლებას ამ არჩევნების ჩასატარებლად“, - დასძინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს კონსულტაციები

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს კონსულტაციები და მიაღწიოს შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე, - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შეთანხმება მიღწეული იქნება.

    „პირდაპირი ტექსტით ეწერა პროექტში, რომ უნდა შეთანხმებულიყვნენ პოლიტიკური პარტიები 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტყვა“პროპორციული“ იქნა ამოღებული, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მოგვიწოდებენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენ კონსულტაციები და მივაღწიოთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე. იმედი გვაქვს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შევთანხმდებით“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

    შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

    რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ევროსაბჭო მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური