სოფელ აძვის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 17:15

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სოფელ აძვის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

უკვე მესამე დღეა, სოფლის მკვიდრს გია ხაჩიძეს ყირიმ-კონგოს დიაგონოზით თბილისში მკურნალობენ. მოსახლეობა ადგილზე სპეციალისტების ჩასვლას და სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. პაატა იმნაძის თქმით, წელს ყირიმ-კონგოს 9 გამოვლენილი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11-ით ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქონელთან ურთიერთობისას. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ყირიმ-კონგოსთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება. 

წაკითხულია 809 ჯერ

Related items

  • მიწისძვრის შედეგად სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

    კახეთში მომხდარი მიწისძვრის დროს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 
    ძლიერი ბიძგების შედეგად ვარსიმაშვილების სახლს ბზარი გაუჩნდა. ოჯახის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. 
    ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, მიწისძვრას რეგიონში სხვა შენობები არ დაუზიანებია. არ არიან არც დაშავებულები.


    საქართველოში 5,1, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 7 ივნისს, 22:25 საათზე დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა.
    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტი დედოფლისწყაროდან დასავლეთით- 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18კმ-ში დაფიქსირდა. 

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ასევე, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს. 
  • სოფელ ვაჩიანში დედას და სამ შვილს გლოვობენ

    სოფელ ვაჩიანში დედას და სამ შვილს გლოვობენ. გარდაცვლილების ოჯახს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს. ადგილობრივები მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.მათი თქმით, დაკავებული ეჭვმიტანილი მარტო არ მოქმედებდა. ისინი ვარაუდობენ, რომ მისი თანამონაწილე შესაძლებელია იყოს სულ მცირე სამი ადამიანი, რადგან ერთი ადამიანი 4 ადამიანის მოკვლას ვერ შეძლებდა. ასევე თვითმხილველების თქმით, მოკლულები ნაწამები არიან. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გუშინ დააკავა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული არის 24 წლის ადგილობრივი. ასევე პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავემ ბრალი აღიარა. მას ადამიანი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

  • 4,8 მთელი მაგნიტუდის ბიძგები - ეპიცენტრი სოფელი სოღუთლო

    რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა თბილისში. 4.8 მთელი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.ბიძგები დაახლოებით 14 საათზე და 14 წუთზე მოხდა, თბილისიდან 51 კილომეტრში, ქალაქ დმანისის ჩრდილო-დასავლეთით დაფიქსირდა. ეპიცენტრი სავარაუდოდ, სოფელი სოღუთლო იყო. 

    მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.

     

  • ოზურგეთში ადგილობრივების აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ადგილობრივების აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კომპანია ესტეესი, რომელიც სოფლის გაზიფიკაციას ახორციელებს, სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებს და სოფლის გზებს აზიანებს.

    როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კომპანიას მილები არსებული ნორმების დარღვევით მიწისქვეშ გაყავს, გადათხრილ გზას კი ხელუხლებელს ტოვებს, რის გამოც სოფლის გზებზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა.

    ადგილობრივებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის დღეს საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლს ნატანებში, ილია თავაძესაც, მიაყენეს.

    სოფელ ნატანებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კომპანია ესტეესის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ მიმდინარე სამუშაოების დროს დაზიანებული გზის აღდგენა და შეკეთება წლის ბოლომდე მოხდება.

  • სოფელ ჯანდარაში "ბი-პის" კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები გაიფიცვას აგრძელებენ

    უკვე მესამე დღეა გაფიცვა გრძელდება სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე, გარდაბნის რაიონის  სოფელ ჯანდარაში. 400-მდე თანამშრომელი დღეს ისევ არ გამოცხადდა სამსახურში, ისინი "ბი-პის" კონტრაქტორ კომპანიას ჰყავს დასაქმებული. 

    გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და ითხოვენ პირობების გაუმჯობესებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ კომპანიის ხელმძღვანელობა არ შეხვედრია. პროტესტი გრძელდება ვალეშიც. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური