დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 აგვისტო 2015 20:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჩენ გუო ფინს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში არსებულ თანამშრომლობას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბოლო პერიოდში ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ახალი აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ამასთან ერთად, მხარეებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სამომავლო რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი პოზიციები შეაჯერეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე ლიუ ძინსონთან. მხარეებმა „აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში საუბარი აგრეთვე შეეხო ა.წ. 15-16 ოქტომბერს დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

წაკითხულია 826 ჯერ

Related items

  • ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დ. ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკომისარ ო. ვარჰელთან

    ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელთან.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში თანამშრომლობას, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტერიალისა და ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითებს, კერძოდ პარტნიორობის მომავალ სამიტის სამზადისს და პარტნიორობის მომავალის ხედვას 2020 წლის შემდგომ პერიოდში.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები,საქართველოს პრიორიტეტებსა და ხედვასთან დაკავშირებით.

    ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს Covid-19- პანდემიის დროს გაწეული ქმედითი დახმარებისთვის.
    თავის მხრივ,ევროკომისარმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით.

    შეხვედრაზე განხილული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. დაგმობილი იქნა საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები, რამაც განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძინა Covid-19-ის პანდემიის დროს,მათ შორის შეშფოთება გამოითქვა 11 ივლისს, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.

    ხაზი გაესვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პროცესში და ასევე ევკოკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციისა და მონიტორინგის პროცესში.

  • ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა

    დღეს ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანი პირადად დაესწრო. 

    „ჩინეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან. ისეთი გამოწვევის დროს, როგორიც არის ეპიდემია ქვეყნებს შორის  ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩინეთში მძიმე ეპიდსიტუაცია გვქონდა, საქართველოსგან, პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისგან, სამინისტროებიდან ჩვენ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ახლა მზად ვართ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს, თუ ამის საჭიროება იქნება. იმედი მაქვს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება“, - განაცხადა დიპლომატმა.

    შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან ჩინეთის მთავრობის მხრიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. 

    შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილიც ესწრებოდა.

    საერთო ჯამში საქართველოს ჩინეთისგან 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი აქვს მიღებული. ამას გარდა 1000-ზე მეტი PCR ტესტი და 21 000 ცალი სწრაფი ტესტი.

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს, მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ.

    საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
     
    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ყველა შესაძლო ვერსიაზე.
     
    სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
     
    ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ "112"- ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე, ვასაჯაროებთ "112"- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.
     
    რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.
     
    როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.
     
    სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:
     
    საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის:
     
    • გამოკითხულია 93 პირი;
    • გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში, 40 პირისგან - ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
    • ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;
    • მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;
    • ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი;
    • საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.
     
    ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.
     
    აქვე, მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.
    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად.
    შსს-ს პრეს-რელიზი
  • საქართველოს ფარგლებს გარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

    სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

    მინისტრის მოადგილის თქმით, მოქალაქეებს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ევალებათ, მხოლოდ საჭიროა, დარეგისტრირდნენ 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე, ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს.

    დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა უკვე 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო. 26 ივნისიდან კი, კომპენსაციის მიმღები ბენეფიციართა წრე გაფართოვდება და ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, დახმარებას, ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.

    26 ივნისის, საქართველოს მთავრობის 388-ე დადგენილების თანახმად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

    ცვლილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/განმცხადებლად არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

    ამასთან, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებს მიეცათ არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების საშუალება არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

    29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

    დღეს სამინისტროში გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და თანადგომას უცხადებს მას.

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
    2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.
    ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
    მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4- დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.
    გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.
    დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი , დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
    ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან, განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური