სოფელ მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 აგვისტო 2015 18:33

ამინდის გაუარესების გამო ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო, რის შედეგადაც სოფელ მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეექვსე სამმართველოს (ბარისახო) პირველი სასაზღვრო სექტორის (მუცო) თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამაშველო განყოფილების რამდენიმე ეკიპაჟი. მაშველები მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებენ.

გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულებამდე, შატილიდან სოფელ მუცოს მიმართულებით დროებით შეიზღუდა როგორც საავტომობილო, ასევე, ფეხით გადამსვლელთა მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებსა და ტურისტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისაგან.

წაკითხულია 501 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური