ავთანდილ დემეტრაშვილი: “საქართველო არც საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და არც საპრემიერო“
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, საკითხს, თუ ვინ უნდა გამოვიდეს სიტყვით გაეროს ტრიბუნიდან გენერალური ასამბლეის სხდომაზე - პრეზდენტი თუ პრემიერ-მინისტრი, დელიკატურს უწოდებს. „გაეროს ტრიბუნიდნ სიტყვის გამოსვლის შესაძლებლობა პრეზიდენტსაც აქვს და პრემიერ-მინისტრსაც. კონსტიტუციით, საგარეო პოლიტიკას, რა თქმა უნდა, წარმართავს და ახორციელებს მთვარობა, რომელიც არის პერსონიფიცირებული პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტში, ხოლო საგარეო ურთიერთობებში საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრს არ შეუძლია წარმოდგენა“,- განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ავთანდილ დემეტრაშვილმა. მისი თქმით, ჩვენთან, არც საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და არც „საპრემიერო“. აქ შერეული მმართველობის სისტემაა, რომელშიც ყოველ განშტოებას, მათ შორის - პრეზიდენტსა თუ პრემიერს, გარკვეული ადგილი უკავია.