ზაზა შათირიშვილი: “სიტყვის თავისუფლება ქვეყნის წინსვლისთვის საკმარისი არ არის“
ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის თქმით, მართალია დღეს სიტყვის თავისუფლება გვაქვს, მაგარმ ქვეყნის წინსვლისთვის ეს საკმარისი არ არის.
„პოლიტიკური ღირებულებები, პლურალიზმი, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება დღეს ჩვენს ქვეყანაში რეალიზებულია, რაც, უდაოდ, დასაფასებელია... მაგრამ, რაც შეეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს,როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებები, მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილურობა, ამ თვალსაზრისით, საქმე ცუდად არის “,- განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ზაზა შათირიშვილმა.
ფილოსოფოსის აზრით, ბზარი ამ ღირებულებებს შორის პრობლემურია, რაც ქვეყნის სტაბილურობას უშლის ხელს.