თავდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 14 აგვისტო 2015 17:42

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ძირითადი ქვეითი ათეულის მეთაურის კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

დღესვე კოჯორში სამხედრო ბაზაზე 13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გამოჩენილი თავდადებისთვის 4 სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედლები - „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცათ.

ძირითადი სასწავლო კურსი წარმატებით 162-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. აქედან 156-მა  ქვეითი სპეციალობით. 38 სამხედრო სპეციალობების მიხედვით სხვადასხვა სკოლებში გადაიგზავნა.  სამხედრო მომზადება ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზის განმავლობაში ჯარისკაცებმა მეცადინეობების მეთოდური ჩატარების პრინციპები და ნავიგაცია შეისწავლეს. ასევე გაიარეს ფსიქოლოგიური მომზადება.

სწავლების მეორე ფაზის დროს კი ჯარისკაცებმა საბრძოლო, სამეთაურო,  ინსტრუქტორულ და საპატრულო ოპერაციებში ივარჯიშეს, შეისწავლეს მართვის პროცედურები და სამხედრო ისტორია.

ძირითადი სასწავლო კურსი 25 მაისს დაიწყო და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. კურსდამთავრებული სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.

 
წაკითხულია 466 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური