შეხვედრა პოლონეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 14 აგვისტო 2015 15:38

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პოლონეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას და თანამშრომლობას რეგიონებისა და ქალაქების დონეზე, ასევე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებს.აჭარა აქტიურად თანამშრომლობს სილეზიის სავოევოდოსთან ტურიზმის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მუშაობს გაცვლითი პროგრამები ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. პოლონეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ამავდროულად მნიშვნელოვანი პარტნიორი.
ანჟეი ჩიეშკოვსკი მსახურობს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1998 წლიდან. მუშაობდა პორტუგალიაში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში (1998-2002); ევროკავშირის დეპარტამენტში (2008-2009); სამეზობლო პოლიტიკის განყოფილების უფროსად (2005-2008); 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულის თანამდებობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში. აქვს მაგისტრის წოდება პოლიტიკურ მეცნიერებებში, დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი (1990-1995), ასპირანტურა მენეჯმენტის სპეციალობით, ასევე ვარშავის ეკონომიკის სკოლა (1996 -1997). 2008 წლის ოქტომბერში დაინიშნა სამოქალაქო საზოგადოების მსახურის თანამდებობაზე. ფლობს -პოლონურ,ინგლისურ, პორტუგალიურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

 
წაკითხულია 405 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური