გენერალური შტაბის უფროსმა უკრაინული დელეგაცია მიიღო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2015 15:04

საქართველოსა და უკრაინის საჰაერო ძალებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე იმსჯელეს, დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს და უკრაინის სამხედრო მაღაჩინოსნებმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების დელეგაციას, რომელსაც გენერალ-მაიორ სერგეი დროზდოვი ხელმძღვანელობს, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი.

ქართველმა და უკრაინელმა გენერლებმა საჰაერო თავდაცვით სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე და საავიაციო ტექნიკის მოდერნიზების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთობლივ გეგმას შეიმუშავებენ, რომელშიც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები გაიწერება.

„დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და პოტენციალის გაცნობა, რათა შემდგომში ერთობლივი სამუშაოები და პროექტები დაიგეგმოს, რაც ორივე მხარეს მოგვცემს საშუალებას, შეიარაღებული ძალები და თავდაცვისუნარიანობა განვავითაროთ“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოში ვიზიტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა სერგეი დროზდოვმა: „შეიქმნება სამუშაო გეგმა, რომლითაც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრება, მათ შორისაა საავიაციო ტექნიკის მოდერნიზება და სრულყოფა, არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, საჰაერო ძალების პერსონალის გადამზადება. ვიზიტის ფარგლებში ვგეგმავთ გავეცნოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების შესაძლებლობებსა და დაგეგმარების პროცესს, ასევე საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობისა და საჰაერო ტექნიკის მომზადებას. გვაინტერესებს 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს ქართული მხარის მიერ მიღებული გამოცდილება. სამწუხაროდ, მსგავსი სიტუაცია უკრაინაშიც გვაქვს. მაგრამ ერთობლივი გეგმების წარმატებით განხორციელებითა და თანამშრომლობით ყველა პრობლემას გადავლახავთ“.

საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების დელეგაცია ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხანას ესტუმრება.

 
წაკითხულია 480 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური