სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2015“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2015 17:43

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2015“ გაიმართა. სწავლება ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის ორგანიზებით ჩატარდა.

სწავლების მიზანი ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონის შტაბის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო. წვრთნის ფარგლებში ნორვეგიელმა ოფიცრებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილებაც გაუზიარეს.

„გორდა 2015-ის“ მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ნორვეგიის შიდა გვარდიის სარდალი, გენერალ-მაიორი თორ რააბი და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ მაიორი ოდინ იოჰანესენი, ასევე სხვა ოფიციალური პირები გაეცნენ. სწავლების დასასრულს ქართველმა და ნორვეგიელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს.

საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ გამგზავრებამდე ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. სტუმრებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურის, ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის მე–8 ოლქის მეთაური, პოლკოვნიკი თორ მიელსტადი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ნორვეგიელმა ოფიცერმა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისათვის მიიღო.

 
წაკითხულია 429 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური