ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს 2008 წელის ომში დაღუპული ქართველი სერჟანტის სახელი მიენიჭა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 11 აგვისტო 2015 10:19

ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა. ღონისძიების საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის ახლად აშენებული შტაბის შენობის წინ გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ზაზა ფერაძის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად დაესწრო. 
„ვფიქრობ, ახალქალაქი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილი უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. აქ სრულფასოვანი სასწავლო ცენტრის დაფუძნება, დამკვიდრება და საქმიანობის დაწყება ძალიან ბევრი მიზეზის გამო არის საინტერესო. ბევრი პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესში. ცენტრის გახსნა მინდა მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, პირველ რიგში, განათლების სარდლობას. გაზაფხულზე ცენტრი სრულფასოვნად ამოქმედდება და ყველანი ერთად ჩამოვალთ კურსანტებთან შესახვედრად“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ახალქალაქში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ანა დოლიძე იმყოფებოდნენ.

სასწავლო ცენტრისთვის უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელის მინიჭების ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი; სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი, ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კასრელიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობამ სასწავლო გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მშენებარე სასადილო დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

სასადილოს მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. სამომავლოდ დაგეგმილია ყაზარმისა და საკლასო ოთახების მოწყობაც. სამშენებლო სამუშაოებს „სამშენებლო კომპანია N1“ აწარმოებს.

 
წაკითხულია 339 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური