დუბლინის პორტს, ბათუმის მერიასა და ბათუმის პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 17:44

დღეს დუბლინის საზღვაო პორტს, ქ. ბათუმის მერიასა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითხებში, როგორიც არის მართვა და სერვისები, საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა. ასევე დუბლინის პორტის ქ. ბათუმთან თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, განათლების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში.

დღესვე სასტუმრო „შერატონში“ აჭარის ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმის საზაღვაო პორტის მიერ სტუმრებისათვის პრეზენტაციები გაიმართა.

ბათუმისა და დუბლინის პორტის დამეგობრება ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატვივით ხორციელდება. დუბლინის პორტი ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები ირლანდიის დელეგაციას გუშინ შეხვდნენ. ირლანდიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელი დირექტორი ეამონ ო’ რეილი, დუბლინის საზღვაო პორტის საერთაშორისო ურთიერთობათა უფროსი ჩარლი მერფი, საქართველოს დროებითი რწმუნებული ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ვიზიტის ფარგლებში დუბლინის პორტის დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ აჭარის საინვესტიცო და ტურისტულ პოტენციალს.

 
წაკითხულია 452 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური