ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 17:04
ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანებს წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი,  საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების წევრი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შეემატა.
7 აგვისტოს, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ პრესას ლიბერთი ბანკის ბრენდის ახალი დესპანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი წარუდგინა.
ნიკოლოზი 1992 წელს თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს „გრენაით ბეის“ სკოლა. ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო ვარჯიში. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში.  არის ამერიკაში ორინჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე ჩოგანი გახდა. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა. 2010 წელს სოჭის ვაჟთა 10,000-იანი ტურნირი მოიგო.  2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა. ნიკოლოზმა ახლახანს მიიღო მონაწილეობა ვილმბდონის ჩემპიონატში, სადაც წარმატებით იასპარეზა და მერვედ ფინალში გავიდა. 26 ივლისს ნიკოლოზმა ჰოლანდიაში “ჩელენჯერის” ტურნირი მოიგო და ის ახლა მსოფლიოს 90 -ე ჩოგანია.
ლიბერთი ბანკის მუდმივად ზრუნავს პერსპექტიულ ქარველ ახალგაზრდებზე, რომლებიც სპორტის ხელოვნების, განათლების და სხვა დარგებში მოღვაწეობენ, ხელს უწყობს მათ პროფესიულ წინსვლას და განვითარებას.  ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანები სწორედ ეს ახალგაზრდები არიან, რომლებიც წარმატებებს ლიბერთი ბანკთან ერთად აღწევენ.
 
 
წაკითხულია 913 ჯერ

Related items

  • ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა

    ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მსოფლიოს 164-ე ჩოგანია, ავსტრალიის ღიაზე გამოსვლა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა. მან საათსა და 36 წუთში, კლასიფიკაციის 532-ე ნომერთან, ჩეხ ლუსი ჰრადეცკასთან წააგო – 3:6, 3:6.

    პირველ სეტში გორგოძის წაგება, ძალიან დასანანი იყო. პარტიის პირველ ნახევარში ქართველმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ერთი ბრეიკიც ვერ შეასრულა, ჰრადეცკამ კი ორი ასეთი შანსი მიიღო, ორივე გამოიყენა და 3:3-დან ზედიზედ სამი გეიმის მოგებით, პირველ პარტიაში გაიმარჯვა.
    მეორე სეტის მესამე გეიმში, გორგოძემ, როგორც იქნა, შეძლო პირველი ბრეიკის აღება, მაგრამ ჩეხმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის გეიმი და გადამწყვეტი უპირატესობა მიიღო – 4:2. ჩეხს მოგება აღარ გასჭირვებია.

    ქართველი ჩოგბურთელი ბრეიკ-პოინტების დაბალმა რეალიზაციამ (1/13) და მეორე მოწოდებამ დააღალატა, რომელზეც ქულების 25 პროცენტი აიღო. ჰრადეცკამ ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტიგამოიყენა. ის უფრო აგრესიულად თამაშობდა – „ვინერსების“ შეფარდება 39 13-ი წინააღმდეგ იყო. გორგოძეს 13 „ვინერსთან“ ერთად 19 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

    ეს იყო ეკატერინე გორგოძის მეორე გამოსვლა „დიდი სლემის“ ტურნირებზე და ისევე როგორც შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე, ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც ახლა დაძლია.

  • ორი ქართველი ჩოგბურთელი, Australian Open 2018-ზე

    2018 წლის პირველი დიდი სლემი Australian Open-ი 15 იანვარს დაიწყება და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 
    მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს. 
    აქამდე ბასილაშვილს მელბურნის კორტებზე ორჯერ უასპარეზია. როგორც 2016, ისე 2017 წელსაც, მისი მაქსიმუმი პირველი რაუნდი აღმოჩნდა. 
    ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, ვინ იქნება მისი პირველი მეტოქე 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე. 
    ბასილაშვილთან ერთად ტურნირიზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ძალებს წყვილთა თანრიგში ცდის. 
    ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში როჯერ ფედერერია, რომელიც ტიტულის დაცვას წელსაც შეეცდება. 
    ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, აღნიშნული ჯილდო ავსტრალიელ როი ემერსონსა და ჯერ კიდევ მოქმედ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვთ მოგებული. 
    მათ ავსტრალიის 5 ღია პირველობის ჩემპიონის ტიტულით როჯერ ფედერერი მიჰყვებათ. 
    ქალთა ერთეულთა თანრიგში გასულ წელს პირველობა არავის დაუთმო სერენა უილიამსმა, თუმცა, ამერიკელი წელს მელბურნის კორტებზე ტიტულს ვერ დაიცავს, რადგან მან ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 
    ქალთა შორის კი ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ,  ეს პრესტიჟული ჯილდო ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მარგარეტ კორტმა ასწია. მას უკან სწორედ სერენა უილიამსი მიჰყვება, რომელსაც წლის პირველი მუზარადი 7-ჯერ აქვს მოგებული.
    2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობა დიდი დანაკლისით ჩაივლის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში. 
    ტურნირს ისეთი მოთამაშეები დააკლდებიან, როგორებიც არიან: ენდი მარეი და კეი ნიშიკორი.
    აქვე ვთქვათ, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე ხვდებიან ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტენ ვავრინკა. ორივე ჩოგბურთელს თითქმის 6 თვის განმავლობაში ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს.
    ტურნირის გამარჯვებული, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა თანრიგში, 2000 ქულას ჩაიწერს. ტურნირის ცენტრალური კორტი "როდ ლეივერის" სახელობის არენაა, რომელიც 14 820 მაყურებელზეა გათვლილი.
    ტურნირი 1969 წლიდან იმართება. შეხვედრები თავდაპირველად კოიონგის ჩოგბურთის კლუბში იმართებოდა, თუმცა შემდეგ მელბურნ პარკის კორტებზე გადაინაცვლა. 
    როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ერთეულთა თანრიგში, ტურნირის გამარჯვებული 4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 2 მილიონ დოლარს მიიღებს ფინალისტი. 
    პირველი რაუნდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი ჩოგბურთელები 60 000 დოლარს გამოიმუშავებენ.

  • ბასილაშვილის ფინალი

    ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ავსტრიულ კიცბიუელში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ფინალში ითამაშა და იტალიელ პაოლო ლორნენცისთან 3:6, 4:6 დამარცხდა, ფეისბუქის გვერდის საშუალებით, გულშემატკივრებს მიმართა.

    "მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გულშემატკივრობისათვის. ძალიან მწყდება გული დღევანდელი წაგებით და დიდი ხანი გამყვება ეს შეგრძნება. ვერანაირ გამართლებას ვერ ვუძებნი ჩემს თავს, მითუმეტეს, ფინალში მაგრამ რა გაეწყობა. ეს უკვე წარსულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის თავდაჯერებულობაა, ეს გრძნობა კიდევ მხოლოდ შრომიდან მოდის. მინდა, ლორენცის და მის გუნდს წარმატება მივულოცო. მან გამარჯვება დაიმსახურა. შემდეგი ტურნირი პრაღაში მელის".

    შეგახსენებთ, რომ კიცბიუელის ტურნირის ფინალში გასვლის წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 150 სარეიტინგო ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში წინსვლა ელის. ამჟამად, ბასილაშვილი მსოფლიოს 123-ე ჩოგანია.

  • ოქსანა კალაშნიკოვას გამარჯვება

    ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები ოქსანა კალაშნიკოვა და იაროსლავა შვედოვა ჰოლანდიურ ჰერტოგენბოშში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის Ricoh Open -ის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) გამარჯვებულები არიან. 
    Ricoh Open-ის ფინალში კალაშნიკოვა/შვედოვას წყვილი კნოლ/კრუნიჩის წყვილს დაუპირისპირდა . ანგარიშით 6:1;6:1 გაიმარჯვა, 280 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ტურნირის გამარჯვებული გახდა

    ამ წარმატების წყალობით, კალაშნიკოვამ და შვედოვამ 280-280 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ამ დროისთვის, ოქსანა 1585 ქულით წყვილთა შორის მსოფლიოს 50-ე ჩოგანია.

  • ბასილაშვილმა გერმანული ჩელენჯერის ტურნირი მოიგო

    საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანული ჰეილბორნის ჩელენჯერის ტურნირი მოიგო 
    ნიკოლოზ ბასილასვილმა ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს 6:4, 7:6 მოუგო. შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძლდა. ნიკოლოზმა ოთხი ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, 9 შესძლებლობიდან 3 ბრეიკი შეასრულა. სულ შეხვედრაში 153 ქულა გათამაშდა, საიდანაც ქართველმა 82 მოიგო და 71 წააგო.
    ამ გამარჯვებით ბასილაშვილი რეიტინგში 100 ქულას მიიღებს და ამ წუთის მონაცემებით 125-ე ადგილიდან 105-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.
    ბასილაშვილმა ფინალამდე ოთხ მეტოქეს აჯობა, მუნოს-დე ლა ნავა 6:4, 6:1, ბლაზ როლა 6:7, 6:3, 7:6,სისლინგი 6:2, 3:6, 6:4, იოზეფ კოვალისკი 1:6, 6:4, 6:3

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური