ლია ელიავა: “ეროვნული ვალუტა ეროვნული ბანკის ხელშია“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 15:25

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფა ეროვნული ვალუტის რეგულირების მექანიზმებზე გავლენის მოპოვებას არ ნიშნავს, - ამის შესახებ „სპუტნიკ–ჯორჯიას“ ფინანსისტმა ლია ელიავამ განუცხადა.

„ეროვნული ვალუტის რეგულირების მექანიზმები ეროვნული ბანკის ხელში რჩება. ამიტომ, ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა არ იმოქმედებს ვალუტის კურსზე . ეროვნულ ბანკს, არც კონტაქტები დაეკარგება კომერციულ ბანკებთან, პირიქით, მათთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი ექნება“, –აღნიშნა ლია ელიავამ. რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინვესტორებს, ფინანსისტის აზრით, ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ეროვნული ბანკიდან, არ იმოქმედებს მათ განწყობაზე საქართველოს, როგორც საინვესტიციო ობიექტის მიმართ. რადგან, ის პრაქტიკა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ნერგავს, ბევრ ქვეყანაშია მიღებული, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკისაგან არის გამიჯნული.  „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს, 31 ივლისს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. პრეზიდენტის კრიტიკა, როგორც კანონის მიღების დაჩქარებულმა პროცესმა, ისე მისმა შინაარსმა დაიმსახურა.

 
წაკითხულია 521 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური