კუნძულ რეუნონთან აღმოჩენილი ფრაგმენტები „მალაიზიის ავიახაზების“ გამქრალ თვითმფრინავს ეკუთვნის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2015 14:36

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ რაზაკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 29 ივლისს ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ რეუნონთან აღმოჩენილი ფრაგმენტები წარმოადგენს უგზო-უკვლოდ გამქრალი „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევებს. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

„დღეს, თვითმფრინავის გაქრობის 515-ე დღის შემდეგ, დიდი გულისტკივილით მინდა გაცნობოთ, რომ საერთაშორისო სპეციალისტების ჯგუფმა დაადასტურა, რომ კუნძულ რეუნონთან აღმოჩენილი ფრაგმენტები მართლაც ეკუთვნის უგზო-უკვლოდ გამქრალი „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავს. სამწუხაროდ, ახალი ფაქტები იმაზე მიუთითებენ, რომ MH370-ის სამგზავრო რეისის ბედი ტრაგიკულად შეწყდა ინდოეთის ოკიანის სამხრეთის ნაწილში“, - აღნიშნა მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა.

ნაჯიბ რაზაკმა ასევე დაამატა, რომ მალაიზიის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ნათელყოს მომხდარის სრული სურათი. „ეს მართლაც დიდი მიღწევაა, რომელიც დაგვეხმარება ფარდა ავხადოთ სამგზავრო თვითმფრინავის გაქრობის საიდუმლოს. ჩვენ ვაგრძელებთ სამძებრო სამუშაოებს და იმედი გვაქვს ვიპოვით დამატებით დეტალებს, რომელიც დაგვეხმარება ამ საიდუმლოს ამოხსნაში“, - დასძინა მალაიზიის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი მიფრინავდა კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით, რომლის დროსაც მალაიზიისა და ვიეტნამის საჰაერო საზღვარს შორის იგი მოულოდნელად გაქრა რადარებიდან.

მიმდინარე წლის 19 იანვარს, მალაიზიის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტმა დაადასტურა თვითმრინავის ჩამოვარდნის ფაქტი და წარმოადგინა ოფიციალური დასკვნა იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავის ეკიპაჟი და 239 მგზავრი დაღუპულები არიან.

წაკითხულია 552 ჯერ

Related items

  • საჰაერო ევაკუაციის სწავლება C130 თვითმფრინავით Agile Spirit 2019 ფარგლებში

    დღეიდან ქართველ სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებს საჰაერო ევაკუაციის განხორციელება სრულყოფილად შეუძლიათ. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების Agile Spirit 2019 ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის საბრძოლო მედიკოსებმა, სამხედრო ექიმებმა და მედდებმა უპრეცედენტო საჰაერო საევაკუაციო სწავლება ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით C130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავში გაიარეს. 

    სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მსგავსი სახის სწავლება პირველად ჩატარდა.  სამედიცინო წვრთნა დაჭრილი ან დაზარალებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციის მეთოდიკის შესწავლას და უნარ-ჩვევების დახვეწას ითვალისწინებდა.

    სცენარის მიხედვით, ქართველმა სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებმა ხმელეთზე დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, დაზარალებული სამხედროები სამხედრო ხომალდზე გადაიყვანეს.  2-საათიანი ფრენის განმავლობაში კი, მათ დაზარალებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განახორციელეს.

  • ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა

    თვითმფრინავში, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა – იუწყებიან ირანული სააგენტოები.

    ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა – ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.

    როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

    ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენია გაგზავნილი.

  • ეჭვიანი ცოლის გამო Qatar Airways-ის თვითმფრინავი ინდოეთში ავარიულად დაეშვა

    ირანელმა ქალმა Qatar Airways-ის ლაინერით მგზავრობისას აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა, მისი საქციელის გამო კი მფრინავები იძულებულები გახდნენ ავარიული დაშვება განეხორციელებინათ. ამის შესახებ News.com.au წერს. 

    თვითმფრინავი რეისს დოჰადან ბალის მიმართულებით ასრულებდა. ქალი ბორტზე ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

    მედიის ცნობით, ქალმა მძინარე ქმრის თითის დახმარებით მისი მობილური ტელეფონი განბლოკა და მიმოწერა წაიკითხა. წაკითხულმა ქალი იმდენად გააბრაზა, რომ მან მძინარე ქმრის დახრჩობა გადაწყვიტა. 

    თვითმფრინავის ეკიპაჟმა ქალის დამშვიდება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მფრინავებმა ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. ეკიპაჟმა ცოლ-ქმარი იქ დატოვა, რის შემდეგაც პილოტებმა რეისი გააგრძელეს. სხვა დეტალები უცნობია.

  • ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

    თურქეთში, ათათურქის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

    შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

     

    თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ჩრდილოეთ კვიპროსისკენ მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემების გამო უკან დაბრუნდა, ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

  • ათათურქის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

    სტამბოლში, ათა-თურქის აეროპორტში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ყაზახურ ლაინერს დაეჯახა. მედიის ცნობით, ყაზახური ავიაკომპანია Scat-ის თვითმფრინავსა და თურქულ ლაინერს შორის შეჯახება  ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოხდა.

    შედეგად Turkish Airlines-ის თვითმფრინავი დაზიანდა. ამის გამო რეისი გადაიდო და 286 მგზავრი სხვა თვითმფრინავში გადაიყვანეს. 



ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური