ყვარელში ნოროვირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა საავადმყოფოდან გაწერეს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2015 14:05

ბოლო მონაცმებით, ყვარლის რაიონულ საავადმყოფოს ინტოქსიკაციის სიმპტომებით 135 პაციენტმა მიაკითხა.   მოსახლეობის ავადმყოფობის მიზეზი ნოროვირუსი აღმოჩნდა, რომელიც ენტეროვირუსის თვითგანკურნებადი ფორმაა,  - ამის შესახებ "ნიუსდეის" ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა მაია  ავაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით,  ვირუსისთვის  დამახასიათებელი სიმპტომებია, დიარეა, ღებინება ან ღებინების შეგრძნება, ასევე ტემპერატურის მატება 38,5 გრადუსამდე.

მაია  ავაზაშვილის თქმით, ნოროვირუსით ინფიცირებულთა  უმრავლესობა საავადმყოფოდან გაწერეს. 

ავადმყოფობის სავარაუდო მიზეზად სასმელი წყალი სახელდებოდა, წყლის სინჯები აღებულია და პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

 

 
 
 
 
წაკითხულია 444 ჯერ

Related items

  • ქორწილში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

    მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მოწამლულთა რიცხვი იზრდება. ამ დროისთვის ქორწილში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. მასობრივი ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი საკვები ან სასმელია.

    მოწამლულები გვიან ღამით მარნეულის საავადმყოფოში მოათავსეს, მათ შორის არიან ბავშვებიც.

    მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

  • ყვარელში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”შილდის ერთ-ერთი მცხოვრები, თემურ ასაბაშვილი დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის სოკოს საკრეფად მიდიოდა და ტყეში ადამიანის ცხედრის ნარჩენებს წააწყდა. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული გარდაცვლილი ქალია თუ კაცი - ადგილზე უკვე რამდენიმე საათია ექსპერტები მუშაობენ.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ყვარელში წყალდიდობას ებრძვიან

    ყვარლის სოფელ გავაზში წყალდიდობას ებრძვიან. სოფელში მოსულმა ძლიერმა წვიმამ მდინარე ფატმასურის ადიდება გამოიწვია. დაიტობორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სახნავ-სათესი ნაკვეთები. 

    სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. ამ დროისთვის ადგილზე  სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

     

  • ყვარელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    საპროტესტო აქცია გაიმართა ყვარელში. მუშები, რომლებმაც სტიქიის დროს დაზიანებული სახურავები გადახურეს, რაიონის გამგეობასთან შეიკრიბნენ. ისინი კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. 

    მათი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 თვის წინ დასრულდა, თუმცა, კომპანია "დაგი" ფინანსურ ვალდებულებას არ ასრულებს და ათასობით ლარი გასასტუმრებელი აქვს. 

    ყვარლის გამგეობაში აცხადებენ, რომ შესრულებული სამუშაოების შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და მუშებს თანხა ეტაპობრივად ჩაერიცხებათ. თავად კომპანიაში კი ირწმუნებიან, რომ დავალიანების გადახდას უახლოეს დროში შეძლებენ. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური