ინდოეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2015 18:08

ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ ცოტა, 24 ადამიანი. როგორც ოფიციალური პირები იუწყებიან, მატარებლებს ერთდროულად უნდა გადაეკვეთათ არდას ტერიტორიის მახლობლად არსებული ხიდი, რომელიც წყალდიდობის გამო, ნახევრად წყლით იყო დაფარული. სწორედ ამ დროს მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ და რელსებიდან გადავარდნნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა 25 მგზავრი, ხოლო მოხერხდა 300 ადამიანის გადარჩენა.

მატარებლები საპირისპირო მხარეს მოძრაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ვარანასიდან მუმბაიკენ მიემართებოდა, მეორე კი პირიქით, ვარანასში ბრუნდებოდა. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ზუსტად რამდენი მგზავრი იმყოფებოდა მატარებლებში. ოფიციალური პირები ინციდენტს ბოლო კვირის განმავლობაში ინდოეთში არსებულ ავდარს უკავშირებენ. უკვე რამდენიმე დღეა, რეგიონში გადაუღებლად წვიმს, წყალდიდობის შედეგად კი მსხვერპლის გარდა, დიდია ზარალიც. შემთხვევას გამოეხმაურა ინდოეთის რკინიგზის მინისტრი, სურეშ პრადჰუ, რომელმაც ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაანონსა, რომ სპეციალური ჯგუფი ინციდენტის დეტალების გასარკვევად მუშაობს, სრული ანგარიში მოსახლეობისთვის კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა პრემიერმა მოდიმაც. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

 
წაკითხულია 535 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური