„სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2015 16:58

საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა გააცნეს. შეხვედრებზე გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს წარმომადგენლებმა ამ პროგრამის მიზნებზე, ამოცანებზე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ინფორმირებას, მათთან შეხვედრებს და პრობლემების გაცნობას, ასევე საინფორმაციო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების ჩატარებასა მოიცავს. მიზანი კი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ფსიქოლოგიური კუთხით მომზადებაა. სამხედრო ქვედანაყოფებში საინფორმაციო შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს, 5 აგვისტოს, დასრულდა. „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და მასში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლობაც არის ჩართული. დასავლეთ სარდლობის დანაყოფების შემდეგ ანალოგიური ღონისძიებები აღმოსავლეთ სარდლობის დანაყოფებშიც იგეგმება. პროგრამაში მოხალისეთა ჯგუფები ჩაერთვებიან, რომლებიც გადამზადების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ.

 
წაკითხულია 473 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური