სტამბოლში სურუჩში დაღუპულებისადმი ხსოვნის საღამო გამართეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 31 ივლისი 2015 15:45

სტამბოლში, კადიკოს გარეუბანში ასაბმდე აქტივისტი შეიკრიბა. მათ თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ სურუჩში დაღუპული ადამიანების ხსოვას მიაგეს პატივი და ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი დაგმეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ნივთები, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფების მსხვერპლებს ეკუთვნოდათ და დაანთეს სანთლები. აქტივისტები დაღუპულთა სახელობის ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ. ერთ-ერთი დემონსტრანტის თქმით, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება ასობით ეჭვმიტანილის დაკავებას ირმწუნება და ანტიტერორისტულ ოპერაციებს ახორციელებს, დაკავებულებს შორის ქურთული საპროტესტო აქციის ჯგუდის წევრები და მემარცხენე აქტივისტებიც არიან, რაც ქურთების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ჰგავს. 

შეგახენებთ, რომ ოც ივლისს ქალაქ სურუჩში ისლამურმა სახელმწიფომ ტერორისტული აქტი განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა 32 და დაიჭრა ასამდე ადამიანი.  მას შემდეგ თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში ანტიტერორისტულ ოპერაციებს ახორციელებს. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 1050 ეჭვმიტანილი. პრეზიდენტ ერდოღანის თქმით კი, ოპერაციები არ დასრულდება, ვიდრე ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე არ აღმოიფხვრება. მის ინიციატივას მიესალმება გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც, თუმცა ის რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, ქურთთა სახალხო დემოკრატიული პარტია და მისი მომხრეები ისლამურ სახელმწიფოსთან არ გააიგივოს და ქურთებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოოს. 

წაკითხულია 439 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური