თინათინ ხიდაშელი დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 31 ივლისი 2015 12:55

საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებზე ტურის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დღეს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრება. 
  სამთო სკოლის მეთაური, კაპიტანი ივანე ცხადაძე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სკოლის მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი პირად შემადგენლობას გაესაუბრება და სკოლის სამთო აღჭურვილობის გამოფენას დაათვალიერებს. 
დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია შეჯიბრი კლდეზე ცოცვასა და სხვადასხვა სახის სამთო დაბრკოლებების გადალახვაში. 
საღამოს კი თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ტურში მონაწილე ტელერეპორტიორები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ქართული სამხედრო კონტინგენტების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასა და გამოცდილებაზე დისკუსიას გამართავენ. 

 
წაკითხულია 393 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური