საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 25 ივლისი 2015 21:10

სანკტ პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები  D ჯგუფში იასპარეზებს.

მუნდიალის საგზურისთვის საქართველოს ნაკრები მოლდოვას, ირლანდიას, სერბეთს, ავსტრიასა და უელსს დაუპირისპირდება.

 

წაკითხულია 535 ჯერ

Related items

  • ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს გადამწყვეტ მატჩს გამართავს

    საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეინ რაუნდის ბოლო მატჩამდე ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. ავთანდილ ასათიანის გუნდი იტალიასთან შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. საწყისი ორ ტურში იტალიამ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, ჯგუფის ლიდერია და ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა. საქართველოს ნაკრები კი ორი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, მეორე ადგილზე იმყოფება და პლეიოფში გასვლისთვის იბრძვის.  

    მეინ რაუნდის დასკვნითი, მესამე ტურის მატჩები 11 აპრილს გაიმართება. მესამე-მეოთხე ადგილზე მყოფი ჰოლანდია და ბელარუსი, ერთმანეთს 15:30 საათზე დაუპირისპირდება. საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება კი 18:00 საათზე შედგება. შეგახსენებთ,რომ მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და ერთი საუკეთესო მესამე პოზიციის მქონე გუნდი, სექტემბერში პლეიოფში დაუპირისპირდება ერთმანეთს. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს სლოვენია უმასპინძლებს.

    საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 

    მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია („ტატიშვილი“, თბილისი) 

    წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე („ტატიშვილი“, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ტატიშვილი“, თბილისი), ლევან კობაიძე („ტატიშვილი“, თბილისი), ზურაბ ლუკავა („ტატიშვილი“, თბილისი), დავით ბობოხიძე („ტატიშვილი“, თბილისი), შოთა თოფურია („სტუ-თელასი“, თბილისი), კახა მაისაია („სტუ-თელასი“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში“, ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, ლიმასოლი, კვიპროსი) 

    ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი: მთავარი მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები - არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი - ამირან ცხომარია. 

  • ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, - ვლადიმირ ვაისი

    "ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, რომ ზეგ ან ერთი წლის შემდეგ გერმანიასთან, იტალიასთან, ესპანეთთან თანაბრად შევძლოთ ბრძოლა. ჩვენ ვმუშაობთ, ჯერჯერობით რეზულტატი არ გვაქვს, ჯგუფში ქულებს ვერ ვიღებთ, თუმცა სადღაც ვუახლოვდებით კარგ შედეგს," - აღნიშნული განცხადება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა  ვლადიმირ ვაისმა გააკეთა. 

    ჯვაროსნების თავკაცმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ლატვიასთან ამხანაგურ მატჩამდე უპასუხა.

    "ძალიან ბევრი სამუშაოა ახალგაზრდა თაობასთან, რომლებმაც კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე პირველ რიგში კლუბებში, შემდეგ კი ეს ყველაფერი ნაკრებში გამოიყენონ.  პასუხისმგებლობა მე მეკისრება იმიტომ, რომ მწვრთნელი ვარ. ყოველთვის სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო. მწვრთნელის ცხოვრება ყოველთვის ასეთია, ჩემოდნით ხარ და უცდი, კარგი შედეგი იქნება, მწვრთნელი რჩება, ცუდის შემთხვევაში კი შესაძლოა, შეიცვალოს. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული- ფეხბურთელების თამაშზე, ჩემს მუშაობაზე, ფედერაციაზე, გულშემატკივრებზე... 

    შევხედავთ, რა მოხდება მომავალში, ხვალ კი მოგებას ვეცდებით. ჩვენთვის ყველა მეტოქე რთულია იმიტომ, რომ წილისყრის დროს ბოლო კალათაში ვიყავით," - განაცხადა ვაისმა.
    საქართველო- ლატვიის მატჩი დღეს დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.

  • ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, - ვლადიმირ ვაისი

    დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ  ოფიციალურ მატჩს გამართავს.  ჯვაროსნები 2018 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, სერბეთს უმასპინძლებენ.  შეხვედრა დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში ვებგვერდზე tkt.ge - ზე და დინამო  არენას სალაროებშია შესაძლებელი. 

    საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წლის პირველი ოფიციალური მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. 

    ვლადიმირ ვაისმა 24 მარტს გასამართი საქართველო-სერბეთის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:  

    „ჩვენ გვსურს ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგება და ქულების დაგროვება. ამჟამად ჩვენ მხოლოდ 2 ქულა გვაქვს, თუმცა, თამაშებიდან გამომდინარე, ალბათ მეტს ვიმსახურებდით. ასეთია ფეხბურთი და საბოლოოდ, სწორედ დაგროვილ ქულათა რაოდენობაა გადამწყვეტი. ხვალ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, იმის მიუხედავად, რომ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების შედეგად წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდება ოქრიაშვილის, მჭედლიძისა და დაუშვილის სახით. ნაკრებში კარგი განწყობაა. ჩვენ ვარჯიშებზე ორი სქემა და სხვადასხვა შემადგენლობა გამოვცადეთ,“ - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

  • ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო
    საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სერბეთთან ოფიციალური და ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ნიკა კვეკვესკირი, სანდრო კობახიძე, ნიკა კაჭარავა და ოთარ კაკაბაძე გუნდს მოგვიანებით შეურთდნენ და საწვრთნელ პროცესში 21 მარტიდან ჩაერთვებიან. მომდევნო ორი დღის მანძილზე ეროვნული ნაკრები ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ჩვენი მეტოქე სერბეთის ეროვნული ნაკრები იქნება. 28 მარტს კი - საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: გიორგი ლორია - კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი) მცველები: ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), სოლომონ კვერკველია - ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - ატირაუ (ყაზახეთი) ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა) თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია), ვლადიმერ დვალიშვილი - ატირაუ (ყაზახეთი) მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში tkt.ge-ზე და დინამო არენას სალაროებში იყიდება.
  • 14 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი! - ვუგულშემატკივროთ ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს

    14 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი - საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს. ქართველებმა პირველ შეხვედრაში ისრაელი 3:0 დამარცხეს.  ოლიმპიურ სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივარმა საინტერესო მატჩი იხილა, განსაკუთრებული კი მესამე გოლი გამოდგა, რომელიც  საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა.

     ქართველებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში   შოტლანდიის  ნაკრებს 11:0 მოუგეს. თამაში  ჯვაროსნების  სრული უპირატესობით წარიმართა. გამორჩეული თამაში ჩაატარა ეროვნული ნაკრების შემტევმა, არჩილ სებისკვერაძემ, მან მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა.  მის გარდა შოტლანდიელთა კარი  გიორგი ტიკურიშვილმა, გიორგი ნიშნიანიძემ, შოთა თოფურიამ და დავით ბობოხიძემ გაიტანეს. ერთი ბურთი კი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.

    ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. ჩვენს ნაკრებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, დღეს ყველამ ერთდა ვუგულშემატკიბროთ საქართველოს. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური