ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 25 ივლისი 2015 14:21

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგიაში მორიგ ცვლილებები გატარდება. 
 გასატარებელი ცვლილებების შესახებ სამინისტროში ბრიფინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ გამართა.
სამინისტროს განცხადებით, სოციალური დახმარების ახალი სისტემა მაისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. ახალი სისტემა ძირითადად ორიენტირებულია მრავალსულიან და ბავშვიან ოჯახებზე, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის ძირითადი რეკომენდაცია იყო.
"ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი. შედეგების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სისტემა გარკვეულ კორექტივებს საჭიროებს, რადგან ქულების დათვლის ახალი სისტემა პირველ რიგში მარტოხელა პენსიონერებს აზარალებს", _ განაცხადეს სამინისტროში. 
მათივე თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია პროგრამის სუსტი წერტილები. ახლანდელი ცვლილებების მიხედვით, გაიზრდება პენსიონერის შეფასების კოეფიციენტი, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს აღუდგინოს დახმარება იმ პირებს, რომლებსაც დროებით შეუწყდათ შემწეობა და აუცილებლად საჭიროებენ დახმარებას. 
 

 
წაკითხულია 502 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური