Mercedes-Benz Fashion Days თბილისში პირველად ჩატარდება

გამოქვეყნებულია თბილისი Fashion week
ორშაბათი, 27 აპრილი 2015 11:07

მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Days Tbilisi (MBFDT) 1-6 მაისს თბილისში პირველად ჩატარდება. პრესასთან საუბრისას, მოდის კვირეული ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მთავარი ღონისძიებები საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. შეხვედრას Mercedes-Benz Fashion Days Tbilisi-ს დამფუძნებელი, სოფია ჭყონია, Mercedes-Benz-ის წარმომადგენელი საქართველოში დავით ჩიქოვანი და „ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ლადო ჩიხლაძე ესწრებოდნენ.

ორგანიზატორების თქმით, მოდის კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართება ორი საერთაშორისო პროექტი ჩატარდება: ხელოვნების ფესტივალი ARTGeorgia და დიზაინერების კონკურსი BENEXT. BENEXT-ის კონკურსში მხოლოდ ახალგაზრდა დიზაინერებს შეუძლიათ მონაწილეობა. გამარჯვებულ ახალ სახეს კი მილანის მოდის სკოლაში მაგისტრატურის გავლის საშუალება ექნება.

თბილისის მოდის კვირეულში წამყვანი ქართველი დიზაინერები მიიღებენ მონაწილეობას: ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ანუკა ქებურია, ატელიე Kikala, ქეთი ჩიკვაძე, აკა კაკიტაშვილი, გვანცა ჯანაშია, GOLA, ლაკო ბუკია, BESSARION, ალექსანდრე არუტუნოვი, თათა მეფარიძე და ასევე, სტუმრები უცხოეთიდან: Rad Hourani, Manish Arora, Jean Paul Gaultier Jean Charles de Castelbajac.

თბილისში Mersedes-Benz-ის მოდის კვირეულს The New York Times, Elle Italy, Stile.com, Business of Fashion, The Style Wut Berlin – Tokyo, Antonioli Milan და Forbes Ukraine გააშუქებენ. 

წაკითხულია 781 ჯერ

Related items

  • თბილისის მოდის კვირეული იწყება
    თბილისის მოდის კვირეული 8-11 ოქტომბერს გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას კვლავ ვარდების მოედანზე განლაგებული გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტრო“უმასპინძლებს, რომელიც გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს, ლაუნჯსა და გრანდიოზულ პოდიუმს. თბილისის მოდის კვირეულის მე-12 სეზონი ქ. თბილისის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორი TBILISI MALL კვირეულის ორ ღონისძიებას უმასპინძლებს. 7 ოქტომბერს გაიმართება TFW pre Party და FASHION NIGHT OUT - ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა სპეციალური ფასებითა და შეთავაზებებით ისარგებლონ თბილისი მოლში. ასევე, TBILISI MALL-ში, ერთ-ერთ დახურულ ავტოსადგომზე, დიზაინერ გიორგი ქებურიას ჩვენება გაიმართება 11 ოქტომბერს. თბილისის კვირეულის განრიგში საგანმანათლებლო ნაწილიც არის. 10 ოქტომბერს, 11:00-14:00 საათამდე GAU-ში გაიმართება დარია შაპოვალოვას, ადამ კაც სენდლინგისა და გემა ვილიამსის მასტერკლასები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, გიორგი ქებურია, ლექსო ახალკაციშვილი (მოდის სახლი „მატერია“). მოდის კვირეულზე პირველად წარადგენენ კოლექციებს Atelier 27, Lika 4 Lika და BULLY. კვირეულის განრიგშია ბრენდების Studio 10a, SoYOU, N-DUO-CONCEPT.COM, ARTBEAT PROJECT, ARTAREA, Pierrot Le Fou and Full House სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. წელს თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად თავის კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელმაც კვირეულის ამ სეზონის საიმიჯო ფოტო შექმნა. ჩვენებების პარალელურად იგივე შენობაში განთავსდება შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12 საათიდან 22:00 საათამდე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ: VOGUE (Italia, Russia, Australia), NOWFASHION, Style Arabia, W Magazine, Le21ieme, ELLE Australia, Fault Magazine, Noctis Magazine, 55 pages, Tank Magazine, SHOWstudio, All The Pretty Birds, Purple Magazine, L’Officiel & Harper’s BAZAAR Turkey, Nargis Azerbaijan, Buro24/7 და სხვა. თბილისში ჩამოვლენ ცნობილი მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა, რაიან ქუფმანსი - ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფოტოგრაფი, Celebrity IT GIRL ნატალი კანტელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კი ე.წ „ბაიერებს“ უმასპინძლებს, რომლებიც თბილისში ქართველი დიზაინერების გასაცნობად და შესაძენად ჩამოვლენ. 2015 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის „ორიფლეიმი“, რომლის საპატიო სტუმრის ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობის ქვეშ კვირეულის ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს „ორიფლეიმის“ კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თვის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ უმნიშვნელოვანეს მხარეზე იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია. კვირეულის გენერალური სპონსორი - TBILISI MALL ოფიციალური მასპინძელი – გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტრო“ კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა - „ორიფლეიმი“ პარტნიორები: ჯორჯიან ივენთსი, სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, გაბუნია და პარტნიორები, დიზაინ სტუდია iStudio, სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, შამპანიური „ბაგრატიონი“, გარდენია შევარდნაძე, სარეკლამო კომპანია ALMA-ალბა, კორპორაცია ქართული ღვინო და სასტუმრო ROOMS TBILISI. მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერია, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური