ნეპალში დაღუპულთა რიცხვმა 2500-ს გადააჭარბა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 აპრილი 2015 11:00

ნეპალში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2500-ს გადააჭარბა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 5 000-მდე ადამიანმა სხვადასხვა კატეგორიის ჭრილობა და ტრავმა მიიღო. სამაშველო ჯგუფები ნანგრევებიდან მოსახლეობის გამოყვანას უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ.

7,9 მაგნიტუდის მიწისძვრამ ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს და მიმდებარე ტერიტორიებს სერიოზული ზიანი იმაყენა. დანგრეულია შენობები, გაფუჭებულია გზები, განადგურებულია ისტორიული ძეგლები, ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები. მიწისძვრის ეპიცენტრი კატმანდუდან ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ პაკხარაში, მიწის ქვეშ, 15 კილომეტრის სიღრმეში იყო.

კატმანდუში უსახლკაროდ დარჩენილებისა და ევაკუირებული მოსახლეობისთვის კარვებია გაშლილი. ნეპალის დახმარება აშშ-მ, ჩინეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ისრაელმა , ესპანეთმა და ევროკავშირმა აღუთქვეს.

თეთრმა სახლმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის 1 მილიონი დოლარი გამოყო, ოფიციალურმა ლონდონმა - 5 მილიონი ფუნტი, ოსლომ კი - 3,9 მილიონი დოლარი. ჩინეთმა, ინდოეთმა და პაკისტანმა ნეპალში სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება და მაშველთა ჯგუფები გააგზავნეს.

როიტერის ცნობით, განმეორებითი მიწისძვრა ნეპალსა და ინდოეთის დედაქალაქ დელიში დღესაც დაფიქსირდა. მისი მაგნიტუდა 6,7 იყო.

ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლოს ძლიერი მიწისძვრა ნეპალში 81 წლის წინ მოხდა. მაშინ 1800 ადამიანი დაიღუპა.

წაკითხულია 504 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური