თამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 21 ივლისი 2015 16:55
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსიტრი, თამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) რეგიონული ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ფატიმა სუმარის და კორპორაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიოინ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროგრამების განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერი კლემენტიმ.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველში. ეს ჩემი პირველი ვიზიტია თბილისში, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული მნიშვნელოვანი პარტნიორობის შედეგია. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი საქართველოსთვის, რომელიც განათლების ხარისხის გაძლიერებას ემსახურება წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში, მადლობელი ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობასა და ხალხს შორის ძლიერი პარტნიორობით" განაცხადა ფატიმა სუმარმა.

კორპორაციის მეორე კომპაქტის მიზანია საქართველოში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების ხარისხის გაძლიერება ადამიანურ კაპიტალის განვითარების გზით. კომპაქტი ემსახურება საქართველოში სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. 

 

 
წაკითხულია 469 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური