დონალდ ტუსკის ვიზიტი არის მკაფიო დემონსტრირება ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 ივლისი 2015 18:06

"ბატონი დონალდ ტუსკი პირველად ჩამოდის საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. ეს ვიზიტი არის მკაფიო დემონსტრირება ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის, სოლიდარობის და მზადყოფნის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ტუსკის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის:

"რა თქმა უნდა, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონის გათვალისწინებით, რაც ზოგადად ჩამოყალიბდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულება ამოქმედდა წარმატებით და ჩვენ ერთობლივად ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. რა საკვირველია ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, რომელიც დაკავშირებულია ჩვენ ყველაზე დიდ პრობლემასთან, ეს არის დეოკუპაცია და ის სირთულეები, რაც დღეს არის სახეზე", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

 
წაკითხულია 353 ჯერ

Related items

  • დონალდ ტუსკი საქართველოშია

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვია. ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში სტუმრობს, რომელიც წელს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
     
    დონალდ ტუსკი კონფერენციის მონაწილეებს გახსნის დღეს, 11 ივლისს მიმართავს.
     
    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
     
    ქ. ბათუმს, საერთაშორისო კონფერეციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მისაღებად უკვე ეწვივნენ ჩეხეთის, შვედეთის, პოლონეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
     
    ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგები და თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯები.
     

  • ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    დიდი ბრიტანეთი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში (SSEES), დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს,  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის შემსწავლელი კურსების დამაარსებლების და საქართველოს  ახალგაზრდა ელჩი სოფო ქევხიშვილის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის ბიბლიოთეკაში ქართული სექციის გახსნას მიეძღვნა.

    ღონისძიებაზე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის დირექტორმა, პროფესორმა დიან ფ. კონკერმა, და ახალგაზრდა ელჩმა სოფო ქევხიშვილმა ისაუბრეს ბიბლიოთეკაში ქართული სექციის არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
    ღონისძიების ფარგლებში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის მასწავლებლებმა ქეთი კალანდაძემ და მარინე თიგიშვილმა სტუმრებს ქართული ანბანი და ლიტერატურა გააცნეს.
    საყურადღებოა,  რომ  აღნიშნული ბიბლიოთეკა ლონდონის ერთადერთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ქართული სექცია აქვს.

  • ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი მთავარ ამოცანად ევროკავშირის გაძლიერებას მიიჩნევენ

    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი მთავარ ამოცანად ევროკავშირის გაძლიერებას მიიჩნევენ. აღნიშნულის შესახებ მხარეებმა ელისეს სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

    „ბერლინში ჩემი ვიზიტის დროს მოლაპარაკებები გავმართე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და მას განვუცხადე ჩემი განზრახვის შესახებ, რომ ევროკავშირი უფრო უნდა იცავდეს თავისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ნაკლებად ბიუროკრატიული იყოს და უფრო მარტივ პროცედურულ მექანიზმებს ფლობდეს. ასევე მიზანი მაქვს ევროზონის უფრო მეტ ინტეგრაციას მივაღწიოთ და გავატაროთ პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

    ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „საჭიროა უფრო ამბიციური გეგმის შემუშავება ევროკავშირის საბჭოს საგარეო პოლიტიკის რეფორმებთან დაკავშირებით“. 

    საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „ევროკავშირის საბჭოს როლი გადამწყვეტია ისეთ საკითხებში როგორიც არის: კლიმატი, საერთშორისო ვაჭრობა, საგარეო პოლიტიკა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხები“. 

    „ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის პროექტს, შესძლებლობას ვიმუშავო ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მე დონალდ ტუსკის და მისი ლიდერობის დიდი იმედი მაქვს, რათა უფრო წინ წავიდეთ ევროკავშირის გარდაქმნის კუთხით“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. 

    თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „ევროპას სჭირდება ემანუელ მაკრონის ენერგია, წარმოსახვა და გამბედაობა“.

    „როდესაც მე ვამბობ ევროპა, ვგულისხმობ არა ევროკავშირის ინსტიტუტებს, არამედ მილიონობით ევროპელს, რომელიც თქვენს გამარჯვებას იმედის ნიშნად აღიქვამს. მაგრამ ეს ასევე ევროკავშირისთვისაც არის იმედის ნიშანი“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა. 

    „დღევანდელ მოლაპარაკებებზე ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მომავლის საკითხი, მაგრამ არ გვისაუბრია „ბრექსითის“ პროცესზე“, - დასძინა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ. 

  • დონალდ ტუსკი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს
    დონალდ ტუსკი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს, მიუხედავად პოლონეთის პრემიერის წინააღმდეგობისა, რომელიც ტუსკის კონკურენტთა ბანაკიდანაა. ევროკავშირის სამიტმა გვერდი ვერ აუარა საფრანგეთის წინა საარჩევნო პროცესებსაც, სადაც ულტრა მემარჯვენე მარი ლეპენი ლიდერობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელ პოლიტიკოსებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, ეროვნული ფრონტის გასანეიტრალებლად.
  • დონალტ ტუსკი twitter-ზე ქართულენოვან განცხადებას ავრცელებს

    გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა Twitter-ზე განცხადება ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. "ევროკავშირი და საქართველო - ნამდვილი პარტნიორები," – წერს დონალდ ტუსკი და შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას თავის გვერდზე ავრცელებს.

    განცხადებაში ევროსაბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლასთან ერთად ევროკავშირს და საქართველოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალება მიეცემათ, რაც პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს.

    დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური