C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ ორკვირეული 27 ივლისიდან დაიწყება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 20 ივლისი 2015 16:32

„თუ სამედიცინო დაწესებულებები ჩაერთვებიან C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქციაში, ეს იქნება უდიდესი დახმარება ქვეყვისა და მოახლეობისთვის" ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მინისტრმა თხოვნით მიმართა საქართველოში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს აქტიურად ჩაერთონ ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციაში. კლინიკებში 28-29 ივლისს შესულ ყველა პაციენტს ნებაყოფლობით შესთავაზონ სკრინინგი C ჰეპატიტზე და ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფორმით ან ქაღალდის მატარებლის სახით (მის.: ქ. თბილისი, ასათიანის ქ.N9, ელ. ფოსტა JLIB_HTML_CLOAKING ). 
ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის ორკვირეულს. ის დაიწყება 27 ივლისს და გაგრძელდება მომავალი ორი კვირის (ათი სამუშაო დღის) განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში ქვემოთ მითითებულ მისამართებზე. 
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მოხდება 5000 პაციენტის დიაგნოსტირება და უფასო მკურნალობა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატებით (სოფოსბუვირი). ამჟამად პროგრამაში უკვე დარეგისტრირდა 7000-ზე მეტი ბენეფიციარი, მკურნალობა დაიწყო 1800-მა პაციენტმა.

 
წაკითხულია 497 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური