ავიაკომპანია Air Astana ზაფხულის პერიოდიდან თბილისისა და ალმა-ათის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შესრულებს. ასევე ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ბათუმი-ალმა-ათი და თბილისი-ასტანას მიმართულებით.
ყაზახურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ავიარეისები ბათუმსა და ალმა-ათას შორის კვირაში 5-ჯერ შესრულდება, გარდა ოთხშაბათისა და სამშაბათისა.
თბილისსა და ასტანას შორის კვირაში 3-ჯერ ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
ფრენები განხორციელდება კომფორტული Airbus A320/A321 თვითმფრინავით.
„Air Astana“ ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახლავთ, რომელიც ახორციელებს 60 ავიარეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით” – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
Related items
-
ფეხბურთი: საქართველო 1:1 ნორვეგია
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლა. ბათუმში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის გუნდის რიგებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ მე-60 წითზე გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში, კვიპროსის და შოტლანდიის ნაკრებთან სტუმრად გამართავს.
შეხვედრის დაწყებამდე, გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, უეფასგან სპეციალური ჯილდოები მიიღო. სიმბოლური საჩუქრები კაპიტანს ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
ამავე ქვეჯგუფში შოტლანდიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
გიორგი ოთინაშვილი
-
ევრო 2023 | 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში!
2023 წლის 20 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, ფეხბურთში, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში, რუმინეთსა და საქართველოში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა საბჭომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
გახსნით მატჩს რუმინეთი, ხოლო ფინალურ მატჩს საქართველო - კერძოდ კი ბათუმის (დასავლეთ საქართველო) აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს.საქართველოში თამაშები 4 სტადიონზე გაიმართება: აჭარაბეთ არენა (ბათუმი), რამაზ შენგელიას სტადიონი (ქუთაისი), დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (თბილისი).
ტურნირზე წარმოდგენილი იქნება 4 ჯგუფი:
ჯგუფი A
საქართველო
პორტუგალია
ბელგია
ნიდერლანდები
ჯგუფი B
რუმინეთი
ესპანეთი
უკრაინა
ხორვატია
ჯგუფი C
ჩეხეთი
ინგლისი
გერმანია
ისრაელი
ჯგუფი D
ნორვეგია
შვეიცარია
საფრანგეთი
იტალია5 ივლისს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.
ტურნირის ფინალური მატჩი 8 ივლისს, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.
გიორგი ოთინაშვილი
-
ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა
2023 წლის 24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს
ორგანიზებით გაიმართება, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი
საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023.
BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია,
საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების
გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია
სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა
შემეცნებით-გასართობი პროგრამები.
BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი
და საერთაშორისო დაწესებულება.
გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულსაგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო
კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები,
ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: ა/რ მთავრობა, აჭარის განათლების, სპორტისა და
კულტურის სამინისტრო, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თურქეთის განათლების სამინისტრო, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–
სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD),
ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
(BAG), ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.
-
ყაზახეთში, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
19 მარტს 20:00 სთ-ზე ყაზახეთში ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
ქვეყნის ყველა რეგიონში 10 146 ღია საარჩევნო უბანმა მუშაობა კანონით გათვალისწინებულ დროს შეაჩერა. ასტანას დროით 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდა ქვეყნის 15 რეგიონში, კერძოდ აქტობეში, ატირაუში, დასავლეთ ყაზახეთში, კიზილორდასა და მანგისტაუს რეგიონებში.
ამჟამად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებს ითვლიან, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი მონაცემები გახდება ცნობილი.
ყაზახეთის წარმომადგენლობებში - მსოფლიოს 62 ქვეყანაში 77 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათგან 11-მა მუშაობა ასტანას დროით 18:00 საათზე დაასრულა. 66-ი საარჩევნო უბანი ახლაც განაგრძობს მუშაობას. საზღვარგარეთ ხმის მიცემა სან-ფრანცისკოს საარჩევნო უბანზე 20 მარტს 09:00 საათზე დასრულდება.
დადასტურებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა სიაში 12 მილიონ 35 004 ამომრჩეველია შეყვანილი. ჯამში, 20:00 საათის მდგომარეობით, ყაზახეთის 6 509 695 მოქალაქემ მიიღო საარჩევნო ბიულეტენი. ეს კი შეადგენს ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი მოქალაქეების 54,09%.
ავთანდილ ოთინაშვილი
სპეციალურად ასტანიდან
-
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მ. მურზალინი ბათუმის საზღვაო პორტის მუშაობას გაეცნო
ბათუმი, - 2 თებერვალს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი ბათუმის ნავთობტერმინალის და ბათუმის საზღვაო პორტის მუშაობას გაეცნო.შეხვედრისას ყაზახეთის ეროვნული კომპანიების ხელმძღვანელებმა - ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალურმა დირექტორმა ფარჰატ ტაშიბაევმა და ბათუმის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა ულან ტლეუგალიმ ელჩს გააცნეს მიმდინარე პროექტები და პრობლემური საკითხები, ასევე აღნიშნული ობიექტების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.აცნობეს, რომ ყაზახური მხარე აჭარის ხელმძღვანელობასთან ერთად რკინიგზის სადგურიდან პორტის ნავმისადგომებამდე დამატებითი სარკინიგზო ხაზის გაყვანის საკითხზე მუშაობს.ელჩი ასევე გაეცნო პორტის ინფრასტრუქტურას და ნავთობპროდუქტების შენახვის ობიექტებს.შეხვედრის დასასრულს მ.მურზალინმა ყაზახურ კომპანიებს წარმატებები უსურვა თავიანთ საქმიანობაში.Батуми, 2 февраля 2023 года – Посол Республики Казахстан в Грузии Малик Мурзалин ознакомился с работой Батумского нефтяного терминала и Батумского морского порта.В ходе встречи руководители казахстанских национальных компаний - генеральный директор Батумского нефтяного терминала Фархат Ташибаев и генеральный директор Батумского морского порта Улан Тлеугали проинформировали Посла о текущих проектах и проблемных вопросах, а также перспективах дальнейшего развития данных объектов.Сообщили, что казахстанская сторона с руководством Аджарии прорабатывает вопрос строительства дополнительной железнодорожной ветки от ЖД станции до причалов порта.Посол также ознакомился с портовой инфраструктурой и объектами хранения нефтепродуктов.В завершение встречи М.Мурзалин пожелал казахстанским компаниям успехов в их деятельности.
ბიზნეს ნიუსი
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...
ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ და ოზგურ იუჯელმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო
2023 წლის 3 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტო...
იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის
31 მაისის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელ...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის...