საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 მარტი 2023 11:47

2023 წლის 15 მარტს ქ. თბილისში გაიმართა რიგით მეათე პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ყაზახურ მხარეს  - მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი.

კონსულტაციების მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული,  ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსაც. მხარეებმა დეტალურად განიხილს პარტნიორობის განვითარების გზები ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა  ურთიერთქმედებაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს გეგმები ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მიმართულებით. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების მომზადების მნიშვნელობას. 

ამასთან, აქცენტი გაკეთდა საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარებასთან  და საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მინისტრის მოადგილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და შეხედულებები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა  კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. 

თავის მხრივ, ყაზახეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყაზახეთის პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

წაკითხულია 106 ჯერ

Related items

  • „ყაზახურ ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ“ დამფუძნებელ წევრებს 2021-2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

    21 აპრილს, სასტუმრო „მუზეუმში“ „ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გაერთიანების 2021-2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

    შეხვედრას ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი, საელჩოს წარმომადგენელი, ყაზახეთის საპატიო კონსულები, გაერთიანების დამფუძნებელი წევრები კერძოდ,  საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე ან თანამონაწილე კომპანიების „ხალიკ ბანკი საქართველოს“, „კაპიტოლ ჯგუფის“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალის“, „რომპეტროლ საქართველოს“, „სილქ როუდ რეალ ისთეითის“, „GK Logistics”-ის წარმომადგენლები და გამგეობის წევრები ესწრებოდნენ.  ანგარიშის წარდგენის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა.

    შეხვედრის მიზანს, განვლილ პერიოდში დაგეგმილი და განხორციელებული აქტოვობების მიმოხილვა, არსებული შედეგების შეჯერება, მიმდინარე გამოწვევების განხილვა და საშუალოვადიანი სამომავლო გეგმის გაცნობა წარმოადგენდა.

    „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ოფიციალური დაფუძნებიდან 2 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში გაერთიანების წინაშე სამი მსხვილი ამოცანა იდგა: ორგანიზაციის ინსტიტუციური ჩამოყალიბება, საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება და ორ ქვეყანას შორის არსებული  შესაძლებლობების გამოვლენა.  მიუხედავად იმისა, რომ სამივე მიმართულებით საკმაოდ ეფექტური ქმედებები განხორცილდა, ცხადია, აღნიშნული ამოცანები დაუსრულებელია და სამოქმედო გეგმას ემატება ის ამოცანებიც, რომელიც ხელს შეუწყობს   ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობას“ – „ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ მნიშვნელობაზე ისაუბრა გიორგი ჯახუტაშვილმა.

     

    შეხვედრის მონაწილეებმა  ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, ასევე ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და  ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიზნით, სამთავრობო ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.

    ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში გაერთიანების მენეჯმენტსა და წევრებს მოუწოდა, რომ აქტიურად გასწიონ საინფორმაციო კამპანია ქართული ბიზნესის ყაზახეთის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესების მიზნით.

    ყაზახმაბიზნესმენებმაუნდაგამოიყნონისბიზნესგარემო, ისსამართლებრივისისტემადაბიზნესისწამოწყებისსიმარტივე, რაცსაქართველოშია. ქართველბიზნესმენებსკი, ყაზახეთშიბიზნესისწარმოებასვურჩევ. ჩვენუნდაგამოვიყენოთჩვენიქვეყნებისუპირატესობები, -  განაცხადა ყახაზეთის ელჩმა საქართველოში.

    გაერთიანების წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ყაზახეთში განხორციელებულ პოზიტიურ გარდაქმნებს და აღნიშნეს, რომ მათი განხორციელება ახალ ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების ურთიერთსასარგებლო სფეროებს და სრული მხარდაჭერა გამოთქვეს  ყაზახეთის რეფორმებისა და ინიციატივების ხელშეწყობისთვის. თავის მხრივ, ყაზახერ ქართული ეკონომიკური გაერთიანება მზად არის საკუთარი  წვლილი შეიტანოს ყაზახური რეფორმების განვითარებაში.

    ინფორმაციაყაზახურ-ქართულიეკონომიკურიგაერთიანებისშესახებ

    ყაზახურ-ქართულიეკონომიკურიგაერთიანებაყაზახურ-ქართულიბიზნესისერთობლივიინიციატივით, 2021 წლისმარტშიდაფუძნდა. გაერთიანებისდამფუძნებლები საქართველოშიყაზახურიკაპიტალისმქონეკომპანიები, კერძოდ, „სილქროუდჯგუფი“, „ხალიკბანკისაქართველო“, „კაპიტოლჯგუფი“, „ბათუმისნავთობტერმინალიდა GK Logistics არიან. აღნიშნულინიციატივას, ასევე, შეუერთდნენყაზახეთისრესპუბლიკისსაელჩოსაქართველოში, ავიაკომპანიაეარასტანადარომპეტროლსაქართველო“. გაერთიანებისგამგეობისთავმჯდომარე, წევრთაგადაწყვეტილებით, „კაპიტოლჯგუფისაღმასრულებელიდირექტორიდაყაზახეთისრესპუბლიკისსაპატიოკონსულისაქართველოში, გიორგიჯახუტაშვილია,. ორგანიზაციისმთავარმიზანსყაზახეთსადასაქართველოსშორისეკონომიკურითანამშრომლობისგაღრმავებადასოციალურ-კულტურულიურთიერთობისგანვითარებისხელშეწყობაწარმოადგენს. გაერთიანებაასრულებსერთგვარიკომუნიკატორისროლსორიქვეყნისბიზნესსექტორისწარმომადგენლებსშორისდაშუამდგომლობსმათსაჯაროსტრუქტურებთან.

     

  • საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური რეფორმების როლი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის მაგალითზე“
    11 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური რეფორმების როლი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის მაგალითზე“.
    ლექციას საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი, კანატ სეიტჟანოვი უძღვებოდა. დიპლომატმა ყაზახეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები მიმოიხილა, ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ ბოლოდროინდელ რეფორმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე განიხილა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები.
    შეხვედრის მეორე ნაწილი აქტიური ინტერაქციული რეჟიმით გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.
    საჯარო ლექცია ინგლისურ ენაზე წარიმართა, მოდერატორობას კი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია უწევდა.
    ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
  • ყაზახეთის რესპუბლიკა - პოლიტიკური რეფორმებისა და დემოკრატიის ნათელი მაგალითი

    ყაზახეთის რესპუბლიკისთვის 2022 - 2023 წწ. უდაოდ უმნიშვნელოვანესი იყო. გასული წლის ივნისში ყაზახეთში  სახალხო რეფერენდუმი გაიმართა, ხოლო 20 ნომებერს ქვეყანაში  ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიჩატარდა.2023 წლის 19 მარტს ყაზახეთში ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) ვადამდელი არჩევნები გაიმართა.საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6 366 441 მოქალაქემ (54,09 პროცენტი) 12 035 578 ამომრჩევლიდან, რომელებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს და აღიარეს სრული მზადყოფნა, რეფორმების გატარებისა და ცვლილებებისადმი, რომლებიც ყაზახეთს მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ სახელმწიფოდ გადააქცევს.

    გასული ათი თვის განმავლობაში ყაზახეთში დაიწყო საკონსტიტუციო რეფორმების სერია, რაზეც დიდი მუშაობა მიმდინარეობდა. ეს კი ნიშნავს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას და ქვეყნის ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოდ გადაქცევას. საკონსტიტუციო რეფორმების ათ თვეში განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია თანამედროვე ყაზახეთის განვითარების ისტორიაში.

    ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ახალი კანონმდებლობა და საკონსტიტუციო რეფორმები გარდაქმნის არსებულ სისტემას და ქვეყნის საჯარო მმართველობის სისტემას თანასწორობასა და ეფექტურობაზე დააფუძნებს. ბუნებრივია, რეფორმები ყაზახეთს განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ამჟამად ქვეყანა მიემართება ახალი საკონსტიტუციო გარდამავალი პროცესისკენ, რაშიც ყველა დაინტერესებული მხარეა გაერთიანებული.

    ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ასეთია: პარტია „ამანათ“ - 53,90%; სახალხო დემოკრატიული პარტია „აული“ - 10,90%; რესპუბლიკა პარტია - 8,59%; ყაზახეთის სახალხო პარტია - 6,80%; მწვანეთა პარტია „ბაიტაკი“ - 2,30%; დემოკრატიული პარტია „აკ ჟოლ“ - 8,41%; ეროვნულ სოციალ-დემოკრატიული პარტია - 5,20%. 

    ყაზახეთის პრეზიდენტის ქასიმ-ჟომარტ ტოყაევის განაცხადებით, ზუსტად ერთი წლის წინ მან წარადგინა ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავდა ყაზახეთის ყველა სფეროს ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას. „ხალხმა მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას და წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ ყველაფერი. რეფერენდუმის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ქვეყნის კონსტიტუციაში. გადაიდგა სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯები ხელისუფლების სისტემის განახლებისთვის“, - აღნიშნა ყაზახეთის ლიდერმა.

    მისივე თქმით, 19 მარტს ჩატარდა მეჟლისისა და მასლიხატის მნიშვნელოვანი არჩევნები, რაც სერიოზული ნაბიჯია ჩვენი ყველა რეფორმის ხელშეწყობისთვის და ეს არჩევნები გახდა ფართომასშტაბიანი ცვლილებების ღირსეული გაგრძელება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მომენტი დაემთხვა „ნოვრიზის“ დღესასწაულს“, - დასძინა ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.

    უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო არჩევნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ და უწყინარ გარემოში ჩაიარა. ასტანას ერთ-ერთი მაცხოვრებლების თქმით, მოქალაქეებმა იციან, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენაა ქვეყანის ცხოვრებაში. „იმედი მაქვს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისინი შეასრულებენ თავიანთ პროგრამებსა და ამომრჩევლების დაპირებებს“, - დასძინა ასტანას მკვიდრმა ალიშერმა.

    ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნურლან აბდიროვი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებით დასრულდა რეფორმების ციკლი, რომლის მიზანსაც ქვეყნის მთელი პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაცია წარმოადგენდა.

    „მეჯლისისა და მასლიხატის დეპუტატთა არჩევნებში ახალ, პროპორციულ-მაჟორიტარულ მოდელზე გადასვლა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებრივი ფენების ლიდერებს შევიდნენ როგორც ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე ყაზახეთის პარლამენტში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძალისხმევა მიმართულია ყაზახეთის რესპუბლიკაში სამართლიანი, ჭეშმარიტი და თავისუფალი არჩევნებისა და რესპუბლიკური რეფერენდუმის ჩატარებისკენ, კანონის მკაცრი დაცვით. სწორედ საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს რეფორმების ციკლს ქვეყნის მთელი პოლიტიკური სისტემის მოდერნიზებისთვის“, - აღნიშნა ნურლან აბდიროვმა.

    თავის მხრივ ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველმა ერლან კარინმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნები უზრუნველყოფს სრულიად ახალ პოლიტიკურ მოდელზე გადასვლას. მისივე თქმით, აშკარად შეიმჩნევა ამ არჩევნებში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა და დაინტერესება. „ამ არჩევნების შედეგად ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური მოდელი ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა მან.

    სახელმწიფო მრჩევლის განცხადებით, დეპუტატებით უკმაყოფილო მოქალაქეები, დეპუტატობის მანდატის ჩამორთმევის ინიცირებასაც კი შეძლებენ. „ჩვენ გვყავს ძალიან მომწიფებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყოველთვის აქტიურად გამოდის სხვადასხვა პოზიციიდან და ჩვენ ასევე საკმაოდ მომთხოვნი საზოგადოებაც გვყავს“, - დასძინა ერლან კარინმა.

    ერლან კარინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მოქალაქეთა 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიემართება: „ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს ერთნაირად ესმით ქვეყნის განვითარების პერსპექტივები. ჩვენ შორს წავედით საბჭოთა კავშირიდან. გაიზარდა მოქალაქეების სრულიად ახალი თაობა. ახალგაზრდობა ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენს. მათი უმეტესობა დამოუკიდებლობის ეპოქაში გაიზარდა და მათ სრულიად განსხვავებული აზრი და სულ სხვა პოზიციები აქვთ“, - აღნიშნა ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველმა. 

    რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა დღეისათვის ყაზახეთში არსებულ სიტყვის თავისუფლებას 1-დან 5- ბალიანი სისტემით? ერლან კარინმა აღნიშნა, რომ იგი მას უფრო მეტ შეფასებას 10-ს დაუწერდა. „არანაირი ცენზურა არ გვაქვს. მოქალაქეები თავისუფლად საუბრობენ და გამოთქვამენ კრიტიკას. თანამედროვე პირობებში, როცა არის სოციალური ქსელები, მედია და სხვა ტექნოლოგიები, ცენზურის დანერგვა შეუძლებელია. მოქალაქეებს ინფორმაციის წყაროს ფართო არჩევანი აქვთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც 5-ბალიანი შკალით, ამ კრიტერიუმს 10 ქულით ვაფასებ“, - ხაზი გაუსვა ერლან კარინმა.

    ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო აღნიშნავს, რომ ყაზახეთისთვის უპრეცედენტოა არჩევნებში 359 კანდიდატის მონაწილეობა. არჩევნების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კი, ყაზახეთში 800-მდე დამკვირვებელი და 250-მდე უცხოელი ჟურნალისტია მოწვეული. „ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის მოსმენის მდგომარეობის კონცეფციის ძირითადი არსი. ყაზახეთის მოდერნიზაცია მომავალშიც გაგრძელდება. არჩევნების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტი ქასიმ-ჟომარტ ტოყაევ ამზადებს ახალ ინიციატივებს ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

    მისივე თქმით, პარლამენტის (მეჯლისის) არჩევნები არის ბოლო 14 თვის განმავლობაში, ყაზახეთში განხორციელებული პოლიტიკური ტრანსფორმაციის დასკვნითი ეტაპი: „პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გადაწყვიტა გაეძლიერებინა რეფორმები, რომლის გაატარებაც მან 2019 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო“.

    როგორც ცნობილია, ყაზახეთის პრეზიდენტის ქასიმ-ჟომარტ ტოყაევის ინიციატივით, ქვეყანაში რეფორმების 4 ახალი პაკეტი განხორციელდა: „2022 წლის იანვრის შემდეგ, პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო უფრო რადიკალური რეფორმების გატარებისთვის და სწორედ ამიტომ გასული წლის მარტში შემოთავაზებული იქნა საკონსტიტუციო რეფორმების ახალი პაკეტი და ჩვენ რეფერენდუმის დროს კონსტიტუციაში 60-ზე მეტი ცვლილება შევიტანეთ“.

    მინისტრის მოადგილემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით დასრულდა გარდაქმნების ეტაპი, მაგრამ ეს არ არის საბოლოო წერტილი და რეფორმები კიდევ გაგრძელდება: „ყაზახეთის პრეზიდენტი გეგმავს გამოაცხადოს შემდგომი რეფორმების გეგმები. სამყარო არ დგას ერთ ადგილას და იგი აუცილებლად უნდა განვითარდეს“.

    ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებს მაღალი შეფასებები მისცეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (თსო) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის სადი ჯაფაროვის თქმით, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა 2023 წლის 19 მარტს ყაზახეთის მეჯლისის და მასლიხატის არჩევნებს. მისიაში შედიოდნენ ორგანიზაციის ოფიციალური სამდივნოს წარმომადგენლები, ასევე სხვა სახელმწიფოების დიპლომატები. მისიამ თავისი საქმიანობა განახორციელა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობისა და არჩევნების ორგანიზების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    მისივე თქმით, ყაზახეთის ცესკოს თავმჯდომარემ ნურლან აბდიროვმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ საარჩევნო პროცესების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის პროცესის მზადების შესახებ.

    „არჩევნების დღის განმავლობაში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისიამ ასტანაში 438 საარჩევნო უბანი მოინახულა. საერთო ჯამში, მისიამ დამატებით კიდევ 32 საარჩევნო უბანი დაათვალიერა. მონიტორინგის შედეგად, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისია აცხადებს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას არანაირი ადმინისტრაციული და სამართლებრივი დარღვევები არ გამოვლენილა“, - დასძინა ორგანიზაციის სპიკერმა. 

    ამგვარად, აშკარად სჩანს, რომ ყაზახეთმა დასავლური, დემოკრატიული განვითარების მოდელი აირჩია. ქვეყანა მკაცრი საპრეზიდენტო მმართველობიდან ნახევრად საპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით, 7 წლის განმავლობაში ირჩევა. იგი არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და სრულიად დამოუკიდებელია. პარლამენტს პოლიტიკური მართვის განხორციელების მიმართულებით საკმაოდ დიდი უფლებები აქვს მინიჭებული. ყაზახეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში პირველმა გააუქმა სიკვდილით დასჯა. მან საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რეფორმები დაიწყო და ქვეყნის საწყისად დასავლური, დემოკრატიული განვითარების მოდელი აირჩია. ქვეყანა ყველა მიმართულებით თანამშრომლობს, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართულებითაც.

    აღსანიშნავია ისიც, რომ, ყაზახეთი მსოფლიო არენაზე გამორჩეულია თავისი მშვიდობისმყოფელი, წინადახედული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკითა და დიპლომატიით. ფაქტიურად, აშკარაა, რომ ყაზახეთმა დამოუკიდებლობის 30-ი წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია. დასრულებულია ყაზახეთის სახელმწიფო მშენებლობის პროცესი, მოგვარებულია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები, მკაფიოდ დახაზულია და საერთაშორისო სამართლის მიერ დარეგისტრირებული ქვეყნის საზღვრები. დიდი სტეპების გულში, ბრწყინვალე და თანამედროვე ახალი დედაქალაქი - ასტანა ჩამოყალიბდა. ეკონომიკური თვალსაზრისით ყაზახეთი საერთაშორისო ბაზრის მნიშვნელოვანი წევრი გახდა. ხოლო კონტინენტის ცენტრში იგი თავისი ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვრებით, მშვიდობისა და უსაფრთხოების მყარ გარანტორად გვევლინება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში"

    2023 წლის 30 მარტს ქ. ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო გერმანული ანალიტიკური ცენტრისა „DGAP“ და ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სტოკჰოლმის ცენტრთან (SCEEUS) პარტნიორობით, გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - ,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Russia`s war against Ukraine: Navigating the new reality in the EU Eastern Neigbourhood). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის, აგრეთვე ტრიოს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.
    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით - „ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის გადახედვა“ (Rethinking the EU enlargement and Eastern Partnership policy). თავის გამოსვლაში თეიმურაზ ჯანჯალიამ აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ მნიშვნელობაზე და მოკლედ მიმოიხილა ქვეყნის მიერ განხორციელებული ძალისხმევა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიზნით. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით შეფასდეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მინიჭების კრიტიკულ მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის.
    სესიაზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში პრაგმატული, საერთო ინტერესის პროექტებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების დაჩქარებას, განსაკუთრებით შავი ზღვის დაკავშირებადობის გაძლიერების მიზნით, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს.
    თეიმურაზ ჯანჯალიამ სესიის ფარგლებში ისაუბრა ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას მოჰყვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით გართულებულ ვითარებაზე. ამ ფონზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

  • შთო-ს მისიამ ყაზახეთში ჩატარებული არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად შეაფასა

    შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) გენერალური მდივნის მოადგილემ გრიგორი ლოგვინოვმა გამოაცხადა დამკვირვებელთა მისიის მოხსენების ძირითადი პუნქტები ყაზახეთის რესპუბლიკაში მეჯლისისა და მასლიხატების დეპუტატების არჩევნებზე.

    მისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მეჯლსისა და მასლიხატის დეპუტატების რიგგარეშე არჩევნები აკმაყოფილებს ყაზახეთის საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს და ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, - აღნიშნა გრიგორი ლოგვინოვმა, ასტანაში გამართულ ბრიფინგზე.

    მისივე თქმით, ეროვნული კანონმდებლობის ნორმების დარღვევა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას, მისიის მხრიდან არ დაფიქსირებულა. „მისია აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს, და აფასებს მას როგორც გამჭვირვალე, სანდო და დემოკრატიულს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია მადლობას უხდის ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაწეული დახმარებისთვის, დამკვირვებელთა მისიის საქმიანობის უზრუნველყოფაში მათი კომპეტენციის ფარგლებში“, - დასძინა მომხსენებელმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სპეციალურად ასტანიდან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური