კახა ოქრიაშვილი: „საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ“!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 09 მარტი 2023 14:14

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

არალეგიტიმური, უკანონო „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სრულად დაიმორჩილოს და დაამონოს ქართველი ხალხი, ჩაახშოს ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, დაცულ, სამართლიან საზოგადოებაში. მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება და მომავალშიც გააგრძელონ ამ ქვეყნის ყვლეფა, ჩვენი ხალხის ხარჯზე.

დღეს მათ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, აიძულა გადაედგათ ნაბიჯი უკან და განეცხადებინათ, რომ  გაიწვევენ არადემოკრატიულ, უკანონო კანონპროექტს.

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ! ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციის უკანონოდ დაკავებული ყველა მონაწილე!

საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც  სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ.

გამარჯვება წინ არის!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.  

წაკითხულია 102 ჯერ

Related items

  • “რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89 %-მდე გაიზარდა
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „გამოგორდა“ ბატონი კალაძე და განაცხადა - ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმიტომ არ მოგვანიჭა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგო. ეს იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომ დასავლეთი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ, რომ 12-ვე პუნქტი შესრულებულია, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, სამართლიანი და ნდობით აღსავსე სასამართლო სისტემა.
    „რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89%-მდე გაიზარდა. „ოცნება“ უკვე 1 წელია ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ და ამერიკა და დასავლეთი „ცუდები“ არიან - რა მივიღეთ: ბოლო კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90 %-ს სურს დასავლეთი!
    რაც შეეხება კორუფციას და კონკრეტულად ბატონი კალაძის მისამართით დასმული კითხვებიდან ერთ-ერთს: თბილისის მერიამ, ტენდერით, შეიძინა 400 ლურჯი ავტობუსი და თითოეულში გადაიხადა 250 000 ევრო, ხოლო ევროპის სხვა ქალაქებმა ზუსტად იგივე ავტობუსში 160-დან 180 000 ევრომდე გადაიხადეს. ბატონმა კალაძემ მოახერხა თითო ავტობუსში საშუალოდ 80 000 ევროთი მეტის დახარჯვა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან აორთქლდა 20-30 მილიონი ევრო. ის ფაქტი, რომ ამ თემაზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა, სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს.
    სადაც ყვავის კორუფცია, იქ არ არის ეკონომიკური პროგრესი. მომავალში, ყველა კორუმპირებული მოხელე ახალი, სამართლიანი სასამართლოს მიერ იქნება გასამართლებული და დასჯილი!", ნათქვამია განცხადებაში.
  • ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 4 %-ია და მსოფლიოში 62-ე ადგილზე ვართ. იმ მაჩვენებლით კი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, სამარცხვინო 92-ე ადგილს ვიკავებთ. სომხეთი, რომელიც ეკონომიკის ზრდის ტემპებით 2003 წლიდან ყოველთვის ჩამოგვრჩებოდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით 24-ე ადგილზეა. სომხეთს, რომელიც ბოლო ორი წელია, მისთვის წარუმატებელ ომშია ჩართული, ჩვენზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს!
    რატომ, რა ხდება? იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!
    შეგახსენებთ, გოლდა მეირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომელმაც უდაბნოში სახელმწიფო შექმნა: „კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე!“
    სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი, სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის ყველა მუხრუჭი - კორუფცია, ტოტალური ქურდობა, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.
    ზუსტად ვიცი, საქართველოში მოიძებნება მაღალკვალიფიციურ ლიდერთა ჯგუფი, ვინც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდება ჩვენი ქვეყნის სვლას პროგრესული მომავლისკენ", ნათქვამია განცხადებაში.
  • ქოლ-ცენტრებზე: ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ უმრავლესობას, გაირკვეს, ვინ არის ქოლ-ცენტრების რეალური მფლობელი და როგორც ცნობილია, ეს ქოლ-ცენტრები დღესაც ფუნქციონირებს.

    პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას: თუ ქოლ-ცენტრების ნაწილი ეკუთვნის ბატონ კეზერაშვილს, როგორ მოახერხა მან, ანუ საქართველოს მთავრობის მიერ ძებნაში მყოფმა ადამიანმა, მასშტაბურ (საუბარია მილიარდებზე) კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობა, ან მისი აწყობა საქართველოს ტერიტორიაზე .
    ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია - ამ ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს! ამიტომაც მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას", აღნიშნულია განცხადებაში.
  • ი. კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

    დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

    საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას.

    დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტებში.

    სესიას მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვოჩი.

    გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე.

    ასევე გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

  • „რუსული ოცნება“ აგრძელებს საპარლამენტო ცხოვრების პარალიზებას, ერთადერთი მოტივით, რომ მხარში ამოუდგეს კორუმპირებულ მოსამართლეებს
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: მესამე დღეა, „რუსული ოცნება“ აგრძელებს საპარლამენტო ცხოვრების პარალიზებას, ერთადერთი მოტივით, რომ მხარში ამოუდგეს კორუმპირებულ მოსამართლეებს. ამ ამბავში ერთი რამ არის კარგი: ხდება სრული ლუსტრაცია, რომ ქვეყანაში გამეფებულია არა უბრალო, არამედ სისტემური კორუფცია, რომელშიც ჩართულია სასამართლო, მთელი მართლმსაჯულების სისტემა, პარლამენტი და ყველა დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურა. ყველანი კი ექვემდებარებიან ბატონ ივანიშვილს - დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დასრულებული დაბალი რანგის საჯარო მოხელეებით. მათ აერთიანებთ ერთი რამ, შეინარჩუნონ ძალაუფლება და განაგრძნონ ჩვენი ქვეყნის ძარცვა!
    ამიტომაც არ უნდათ ევროკავშირი, რადგან ევროკაშირში ასე ვერ გაგრძელდება. „რუსული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში ვერ მოხვდეთ, მაგრამ მაინც მოხვდებით, რადგან საქართველოს მოსახლეობის 90 % აქვს ურყევი სურვილი, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
    დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება!", - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური