„გააზიარე შენი ფერები“ - 28 თებერვლის ღამეს თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების ლოგოს ფერებში განათდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 01 მარტი 2023 14:19

თებერვლის ბოლოს, მსოფლიო იშვიათი დაავადებების დღეს აღნიშნავს. დაავადებების ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრის მიზნით, აღნიშნულ დღეს ათასობით ღონისძიება ტარდება, რომელიც უამრავ ადამიანს აწვდის ხმას და იპყრობს მედიის ყურადღებას. 2023 წლის გზავნილია „გააზიარე შენი ფერები“. ამ მოვლენას უკვე მეთოთხმეტე წელია საქართველოც უერთდება.
28 თებერვალს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიღვინილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მოეწყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების ლოგოს ფერებში განათდა.

ღონისძიებას დაესწრნენ ექიმები, პაციენტები, პაციენტის ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მედია. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს იშვიათი დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებზე. ასევე, განიხილეს ისეთი  მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკა, მართვის საკითხები, რა გაკეთდა, რას ველით და ა.შ

  • იშვიათი დაავადებების დღე მსოფლიოში და საქართველოში
    ჟანა ჩოხელი
    SCN2A საქართველოს ასოციაცია
  • ნერვკუნთოვანი იშვიათი დაავადებების მართვა 21-ე საუკუნეში
    პროფ. ნანა ტატიშვილი
    ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტი, მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
    დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი

 

  • პარტნიორობა იშვიათი დაავადებების მიმართულებით - მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები
    ნინო განუგრავა
    როშ ჯორჯია, სამედიცინო დირექტორი
  • იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა - ოპტიმიზაციაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამა
    პროფ. დოდო აგლაძე
    სამედიცინო გენეტიკის და ლაბორატორული დიაგნოსტიკის ცენტრი
    პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  • სისხლმბადი სისტემის იშვიათი ჰემატოლოგიური სიმსივნური დაავადებების თანამედროვე მენეჯმენტი
    პროფ. ნინო შარაშენიძე
    მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა
    თსსუ-ს ჰემატოლოგიის დეპარტამენტი
  • ჰიპოფოსფატაზიის წარმატებული კლინიკური მენეჯმენტის მიმოხილვა
    ასისტ. პროფ. თინათინ დავითაია
    ურო ნეფროლოგიის, რევმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტი,
    მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
    თსსუ-ს პედიატრიის დეპარტამენტი

 

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება იშვიათი დაავადებების მართვის სფეროში.  ზოგიერთი მათგანის მკურნალობა უკვე სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, მაგრამ ბევრი დაავადება ჯერ კიდე ელოდება სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენი საქმიანობის ეფექტიანი დაგეგმვის მიზნით, ყოველ წელს თებერვლის ბოლოს, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი, ექიმები, პაციენტები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ვისაუბრებთ იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე, სად ვართ, რას ვგეგმავთ და რა პერსპექტივა გაგვაჩნია,  “ - განმარტავს  გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ ქვლივიძე.

ცნობისათვის, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, რაც დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტს შეადგენს და მათი 70%  ბავშვთა ასაკში ვლინდება. დღეისათვის აღწერილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება  და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის მკურნალობა, ჯერ კიდევ, შეუძლებელია, თუმცა ყოველწლიურად მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჩნდება არაერთი ახალი ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, რომელიც პაციენტებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს იშვიათი დაავადებებით გამოწვეულ უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

იშვიათ დაავადებათა დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ დაავადების მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩინება, რომლებიც ამ დაავადების შედეგად ვლინდება პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში. ამ ღონისძიების მიზანიც ხომ ზემოთხსენებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის გზების ძიებას ემსახურება. საქართველო  იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს წელსაც უერთდება.  იშვიათად მიიჩნევა დაავადება, რომელიც ვლინდება ყოველ 2000 მოსახლეზე 1-ზე ნაკლებ ინდივიდში. დღეისათვის, 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადებაა გამოვლენილი 60 მილიონზე მეტ ადამიანში ევროპასა და აშშ-ში. ამ დაავადებათა მცირე გავრცელებულობის გამო, სამედიცინო ცოდნა და გამოცდილებაც, ასევე, მცირეა და ეს პაციენტები რჩებიან მიუსაფრებად ჯანდაცვის სისტემაში დიაგნოსტირების, მკურნალობისა და კვლევების სარგებლის კუთხით.

წაკითხულია 100 ჯერ

Related items

  • აშშ-ი უკრაინას 300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევს

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ე. ბლინკენმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ გვერდში დგომას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, როდესაც ისინი იცავენ თავს რუსეთის აგრესიული ომისგან. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მიღებული მანდატის თანახმად, მე ვამტკიცებ ტრანზაქციას უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, აშშ-ს ინვენტარიდან.“

    ბლინკენი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომო რომ რუსეთს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ იგი ამას ისურვებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს.

    თავის მხრივ, პენტაგონის მიერ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში 300 მილიონი დოლარის პაკეტის მოცულობა იქნა გაზიარებულია.

    შესაბამისად, პაკეტში შედის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსი“ (HIMARS), TOW და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Hydra-70 საჰაერო რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები.

    ასევე აღინიშნა, რომ პაკეტში შედის მცირე იარაღის საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, მძიმე ტექნიკა, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა სათადარიგო ნაწილები.

  • სამეცნიერო კონფერენცია ექიმი ნერვოლოგებისთვის „გაფანტული სკლეროზი და დღეს არსებული გამოწვევები“

    5 მაისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით,  გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „გაფანტული სკლეროზი და დღეს არსებული გამოწვევები“ .

    ღონისძიებას გახსნის ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე   თავისუფალი თემით „პაციენტი, ექიმი, თავისუფლება“ და მოსულ სტუმრებთან ერთად  ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას ფილოსოფიური კუთხით განიხილავს, რაც მკურნალობის ეფექტურობის მიმართულებით დიდ როლს ასრულებს. „თავისუფლების უმაღლესი წერტილი არის ის, როდესაც მე უარს ვამბობ თავისუფლებაზე“. ეს იქნება ერთგვარი მსოფლმხედველობა, რომელიც საზოგადოებისთვის ერთდროულად უცხოცაა და ნაცნობიც.

    კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი დაიწყება 20:00 სათზე. სპეციალურად მოწვეული პროფესორი სტივენ ჰაუზერი დისტანციურ რეჟიმში ისაუბრებს თემაზე“ გაფანტული სკლეროზი - სად ვართ დღეს“. მნიშვნელოვანია, რომ ექიმი ჰაუზერის ავტორობით ჩატარებულმა კვლევებმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო საფუძველი შექმნა და გააღრმავა ცოდნა გაფანტული სკლეროზის გენეტიკური საფუძვლების, იმუნური მექანიზმებისა და მკურნალობის მიმართულებით. მისი ნაშრომების საფუძველზე შექიმნა გაფანტული სკლეროზის B უჯრედული თერაპია, რამაც განაპირობა ახალი ეფექტური თერაპიული მიდგომების შემუშავება დაავადების მკურნალობის მიმართულებით.

    კონფერენციაზე მოწვეულები არიან ექიმი ნევროლოგები.

    დასასრულს გაიმართება დისკუსია ქართველ და უცხოელ ექსპერტ-ნევროლოგებს შორის.

    სტივენ ჰაუზერი - რობერტ ა. ფიშმანის სახელობის საპატიო პროფესორი, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ნევროლოგიის პროფესორი, და ამავე უნივერსიტეტის უეილის სახელობის ნეირომეცნიერებების ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც აერთიანებს კლინიკურ და საბაზისო ნეირომეცნიერებებს ნევროლოგიური დაავადებების საფუძვლიანი და სწრაფი შესწავლის მიზნით.
    ექიმი ჰაუზერი არის მედიცინის ეროვნული აკადემიის, ამერიკისხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის და ამერიკის ექიმთა აკადემიის წევრი. სხვა მრავალრიცხოვან მიღწევებთან ერთად, პროფესროს ჰაუზერს მიღებული აქვს ჯეიკობ ჯავიცის ნეირომეცნიერების მკვლევართა ჯილდო, ჯონ დისტელის პრიზი და შარკოს სახელობის ჯილდო გაფანტული სკლეროზის კვლევაში მიღწეული წარმატებისთვის, და ტაუბმანის პრიზი 2017 წელს ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით მიღწევებისთვის.

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ!

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

    როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ გარკვეული რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილიყო მიმართული. 

    "შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.

  • შ. მიშველიძე ევროპის ჩემპიონია, რ. შამილიშვილი კი ვერცხლის მედლის მფლობელი

    საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველ წარმატებას მიაღწია - შოთა მიშველიძემ (61 კგ) და რამინ შამილიშვილმა (55 კგ) კვარცხლბეკის პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

    მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის (2021) და ბრინჯაოს (2017), ევროპის ჩემპიონატების ოქროს (2018) და ვერცხლის (2021, 2022) მედლების მფლობელმა მიშველიძემ პირველი ოქროს მედლის მოპოვებიდან ხუთი წლის შემდეგ კონტინენტის პირველობა მოიგო. მომავალმა ჩემპიონმა ატაცში 136 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მიიღო, მეორე შედეგი ჰქონდა აკვრაში 162 კილოგრამით, საუკეთესო იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 298 კილოგრამითაც.

    კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია შამილიშვილმა. ის სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა ატაცში, სადაც 113 კილოგრამის დამორჩილებით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალი ერგო აკვრაში, სადაც 136 კილოგრამი დაძლია, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 249 კილოგრამით კი მეორე ადგილი დაიკავა.

    აღსანიშნავია, რომ შამილიშვილი მისთვის ახალ წონაში გამოდიოდა.

    სამეულამდე ნაბიჯი დააკლდა გოდერძი ბერდელიძეს, რომელმაც ატაცში (122 კგ), აკვრაში (153 კგ) და ორჭიდში (275 კგ) მეოთხე ადგილები დაიკავა.

  • ფოტოკონკურსი: გაეცანით 18 ფინალისტის ნამუშევრებს

    „ოჯახური კავშირების“ თემაზე გამოცხადებული EU NEIGHBOURS EAST – FOTOFESTIWAL-ის ფოტოკონკურსის 18 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. მოკლე სიაში მოსახვედრად თითოეული ქვეყნიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან — სამ-სამი ფოტოგრაფი შეირჩა. 

    18-ვე ფინალისტი თბილისში 31 მარტს დაგეგმილ საზეიმო დაჯილდოებაზეა მიწვეული. ღონისძიებაზე გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული — თითო თითოეული ქვეყნიდან — და ყველა მათგანს 1,000 ევროს ოდენობის პრიზი გადაეცემა.

    საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც სფეროს ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შედგება, ფინალური ტურისთვის 400-ზე მეტ კონკურსანტს შორის თითოეული ქვეყნიდან სამი ფოტოგრაფი შეარჩია. 

    კონკურსანტებს ევალებოდათ, წარედგინათ 8-20 ფოტოსგან შემდგარი სერიები, რომლებშიც „ოჯახური კავშირების“ თემა საკუთარი ინტერპრეტაციით უნდა გაეშალათ: როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან და მომავალთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?

    ფინალში მოხვედრილი თითოეული კონკურსანტის ფოტოსერიათა ხილვა EU NEIGHBOURS EAST-ის ვებსაიტის სპეციალურ გვერდებზეა შესაძლებელი. 18 ფინალისტისგან შემდგარი სია ასე გამოიყურება:

    სომხეთი

    ნაზიკ არმენაკიანი – ჩემი ომი (ფრაგმენტული გამოცდილება)

    მანე ჰოვჰანისიანი – ფაბულა

    ჰრანტ ხაჩატრიანი – ახლად შობილი

    აზერბაიჯანი

    ორხან აზიმოვი – განათლებისგან დაშორებული

    აზიზ კარიმოვი – აზერბაიჯანი კორონავირუსის აფეთქებასთან გასამკლავებელ ზომებს მიმართავს 

    ილკინ იაგუბოვი – გადახლართულობა

    ბელარუსი

    პაშა კრიტჩკო – ბელარუსული კავშირები

    ვერანიკა მალიაუკა – მოგონებები სახლზე

    ტაციანა ტკაჩოვა – დედასამშობლო

    საქართველო

    ნათელა გრიგალაშვილი – ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები

    ეკატერინე კოლესნიკოვა – დილა ზედმეტად სწრაფად მოდის

    თაკო რობაქიძე – „მშვიდობისმყოფელნი“

    მოლდოვა

    მარია გუცუ – სამშობლო

    რამინ მაზური – მარცხენა სანაპირო

    კატერინა შოშევა – Sem’ya

    უკრაინა

    არტემ ჰუმილევსკი – ფესვები

    ოლენა მოროზოვა – ბებო

    მარისია მიანოვსკა – ო, ძმაო, სად ხარ?

    კონკურსი ორგანიზებულია EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ, Fotofestiwal-თან პარტნიორობით. EU NEIGHBOURS EAST ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამაა, რომელიც ზრდის ცნობადობას ევროკავშირზე, მის პოლიტიკაზე და მხარდამჭერ პროექტებზე მის აღმოსავლეთ სამეზობლოში. Fotofestiwal ფოტოგრაფიასთან მომუშავე პროფესიონალების კოლექტივად 2001 წელს დაარსდა. მას მერე ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოგრაფიულ ფესტივალად იქცა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური